კვირა, დეკემბერი 28, 2025
3.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიეფესბეს აგენტი ოთარ ფარცხალაძე არის ივანიშვილის ნების გამტარი...

ეფესბეს აგენტი ოთარ ფარცხალაძე არის ივანიშვილის ნების გამტარი და “მომგვარებელი” სისტემისთვის მნიშვნელოვან საქმეებში – ნიკა გვარამია

აშშ-ს მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციის დაწესებას ეხმაურება “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია და კონკრეტულ განმარტებებთან ერთად საყურადღებო მინიშნებებსაც აკეთებს:

მასშტაბის სრულფასოვანი გააზრებისთვის: ორგანიზებული კრიმინალური ბანდის ლიდერი და ეფესბეს აგენტი ოთარ ფარცხალაძე არის სასამართლოს და პროკურატურის ე.წ. მაყურებელი. მის მიერ ნაწილდება შავი ფული მოსამართლეებისა და პროკურორების არაფორმალური ხელფასებისთვის (რასაც სასამართლოში ჩინჩალაძე და პროკურატურაში შოთაძე ანაწილებს), ის არის ივანიშვილის ნების გამტარი და “მომგვარებელი” სისტემისთვის მნიშვნელოვან საქმეებში (პირველ რიგში, სისხლის სამართლის და ფინანსურ დავებში).
ასეა დღემდე, ამ წუთამდე, როცა ამ სტატუსს ვწერ…

ფარცხალაძის დასანქცირებაზე ფართომასშტაბიანი ზიანი “ქართულ ოცნებას” ჯერ არ მიუღია, ფაქტიურად. საინფორმაციო ბომბი გასკდა ქვეყანაში. გამოვიდა მთავრობა, სრულიად უსუსრი და გაუბედურებული. გადმოაგდო რაღაც პოპულისტური “საინფორმაციო ხლაპუშკები” და დაასრულა ეთერი.

და რა? გადაერთო ნახევარი ჩვენგანი ამ საკითხების სრული სერიოზულობით განხილვაზე. მოწონება, კრიტიკა, ძაგება – ნებისმიერი ფორმით ამ სულელურ დისკუსიაში შესვლა არის “ოცნების” პროპაგანდის ამოცანის (გადაიტანოს ფოკუსი მისი უმძიმესი მარცხიდან) შესრულებაში თანამონაწილეობა.

ნამდვილად პათოლოგიური მიზიდულობა და ადიქცია გვაქვს “ოცნების” იდიოტიზმების მიმართ და მათი დღის წესრიგით სიარულზე მეტად არაფერი გვემარტივება და გვეხალისება.
არა, არა…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ძალიან მიხარია, რომ შევძელი ქართველი გულშემატკივრების გახარება” – ხვიჩა კვარაცხელია

ეროვნული ნაკრებისა და საფრანგეთის "პსჟ"-ს ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს...

“დამნაშავე ივანიშვილის რეჟიმია და არა ამ რეჟიმის მკვებავი ერთი ნაწილი” – რომან გოცირიძე

პროდუქტებზე არსებულ მაღალ ფასებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მხრიდან მინიშნებებს...

“ლილუაშვილი რომ ისე მიიყვანეს იზოლატორში, ერთი ახლობელი არ იდგა იქვე ახლო-მახლოს…” – ზურაბ გირჩი...

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ კონკრეტული სიტუაციების...

“ამათზე გაცილებით ძლიერი და სასტიკი რეჟიმები დამხობილან. დიახ, ესენიც დაემხობიან!” – ზურაბ ბატიაშვილი

ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ ერთი ადგილი გაქვთ, ბაჩო ახალაიას მტკიცებულებებით დაუდასტურეთ ბრალი და არა ცოლის შანტაჟით!” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის...

“მთელი საქოცეთის ქალთა მოდგმა რომ გააერთიანოთ, თავის აღმატებული ღირსებებით, ერთი ანი ნადარეიშვილი არ გამოიძერწება...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე სრულ მხარდაჭერას...

“სამწუხაროდ ეს ყველაფერი თითოეულ ქართველს უქმნის დიდ საფრთხეს” – მიხეილ სააკაშვილი

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების...

“15 წელი ცოტაა, სამუდამო პატიმრობას იმსახურებს, ისეთი დანაშაული ჩაიდინა!” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი, სუს-ის...

“უმადური არასდროს ვყოფილვარ და არც ახლა ვიქნები. მადლობა მას და ვულოცავ იუბილეს😊” – გიორგი...

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, მომღერალი გიორგი უშიკიშვილი საქართველოს...