spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აშშ-მ "ოცნებას" შემოუთვალა, ვიცით რასაც წარმოადგენთ და თუ...

“აშშ-მ “ოცნებას” შემოუთვალა, ვიცით რასაც წარმოადგენთ და თუ მართლა გაქვთ ერთი ადგილი, დააყენეთო” – პაატა მანჯგალაძე

აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის შეყვანას კონკრეტული განმარტებებით და ხელისუფლებისადმი მწვავე შეფასება/მინიშნებებით ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პარლამენტის წევრი პაატა მანჯგალაძე:

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ „ქართული ოცნების“ ყოფილი გენერალური პროკურორის, ფარცხალაძის და მისი რუსი კურატორის სანქცირება არის მკაფიო გზავნილი ოცნების ხელისუფლებისთვის, რომ პარტნიორებისთვის ცნობილია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირდაპირი კონტაქტი რუსეთთნ.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში მაღალი რწმუნებულებით პირდაპირ არის მითითებული, რომ ფარცხალაძე ფსბ-ს მოქმედი ჯაშუშია, რომელიც ცდილობდა საქართველოში გავლენა მოეხდინა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, რასაც ერთი ადამიანი ვერ განახორციელებდა. ეს მიუთითებს, რომ ნამდვილად არსებობს რუსული ჯაშუშური ქსელი, რომელიც იწყება ძალოვანი უწყებებით და სრულდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებით.

ამაზე მიუთითებს ქვეყანაში ჩავარდნილი კონტრდაზვერვითი საქმიანობა, ამაზე მიუთითებს ჩავარდნილი ოპერატიული საქმიანობა, ამაზე მიუთითებს სახელმწიფო უსაფრთხოების ყველა რგოლის ჩამოშლა

მოკლედ, საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი მაგრამ „ქართული ოცნებისთვის“ და კალაძისთვის გასაგებად რომ ვთქვათ, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა ხელისუფლებას შემოუთვალეს, ვიცით რასაც წარმოადგენთ, ვიცით ვისაც ემსახურებით და თუ მართლა გაქვთ ერთი ადგილი, დააყენეთო.

მივმართავ „ქართულ ოცნებას“, მესმის, რომ საკუთარ თავებს ვერ გამოავლენთ და ვერ დასჯით მაგრამ ფორმლურად მაინც დაიწყეთ გამოძიება”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“მანამდე გაუშვებენ 3-დღიან თუ 10-დღიან პატიმრობაში, ვიდრე კანონის პატივისცემას არ ისწავლიან” – ზაალ ანჯაფარიძე

ქვეყანაში მიმდინარე დაპატიმრებებს კონკრეტული განმარტებებით ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე: "ტროტუარზე...

“სპორტდარბაზში უცნობი ადამიანების ორი ტიპი არსებობს…” – ფადი ასლი

ბიზნესმენ ფადი ასლის კონკრეტული დაკვირვების შედეგი: "სპორტდარბაზში უცნობი ადამიანების ორი...

“მრავალნაირი დევნა მინახავს, მრავალნაირი სისასტიკე ხელისუფლებების მხრიდან, მაგრამ ეს ყველაფერი სისასტიკეცაა და სისასტიკის შარჟიც...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“მე არ ვიცი რამდენი ხანი დასჭირდება საქართველოს დეტოქსიკაციისთვის, მაგრამ ამათი მოშორების შემდეგ, სასწრაფოდ დასაწყებია”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთიდან მომდინარე კონკრეტულ საფრთხეებზე...