spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველო დღესვე იმსახურებს NATO-ს წევრობას, ისეთი გაწვრთნილი ჯარი...

“საქართველო დღესვე იმსახურებს NATO-ს წევრობას, ისეთი გაწვრთნილი ჯარი და ისეთი მაგარი მეომრები გვყავს!” – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით:

,,ბატონმა კახი კალაძემ დღესაც მშვენიერი პასუხი გაგცათ. ,,თქვენ ვინ იგულისხმეთ, ქალბატონო ემაო?!“. რატომ გგონიათ, რომ მე კითხვებს ვერ ვიგებ?

ნახეთ, ნუ დაიყვანთ ასეთ დონეზე, რომ წერილი ხომ არ მიგვიწერია ჩვენ გაეროს გენერალური მდივნისთვის, ან ასე წერილებით, ან კანცელარიაში გატარებით ხდება ნატო-ში მიღება?! უკაცრავად, ამას რომ გეუბნებით, რა სისულელეებს მოიტანთ ხოლმე! ვის მიმართეთ?!

გუშინწინ გავაგზავნეთ წერილი და მიიღო NATO-ს კანცელარიამ – ამის პასუხი გინდათ?! ყველა ერიდება ამ თემაზე ლაპარაკს. იმიტომ, რომ საქართველო დღესვე იმსახურებს, თუ გაინტერესებთ, NATO-ს წევრობას, ისეთი გაწვრთნილი ჯარი და ისეთი მაგარი მეომრები გვყავს!

იცით, რატომ ეამაყება ამ ადამიანს, ნებისმიერს, ვინც აქ არის, ნებისმიერ ქართველს პრემიერის იმდღევანდელი გამოსვლა ბორელთან პრესკონფერენციაზე?! იმიტომ, რომ, როგორც იქნა, ამ ქვეყნის ხელისუფალმა შეძლო, ეს ხალხის სიტყვებია, რაც მოვისმინე ამ დღეების განმავლობაში, რომ თანაბრად ელაპარაკონ და არა როგორც ბატონს. დარბაზში მოსულ ხალხს კი არ შევეკითხეთ, აქეთ გვეუბნებიან, რომ ეამაყებათ პრემიერის იმ გამოსვლის, სადაც მან შეძლო და უსამართლობაზე თანაბრად და არა ქვემოდან ელაპარაკა, თუნდაც, ევროპის უმაღლეს წარმომადგენელს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არა, ქოცს სირცხვილის გრძნობა არ აქვს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მწვავე, მძიმე ემოციური შეფასებები, ქვეყანაში შექმნილ...

გოჩა მირცხულავა: “პოლიტიკაში არ ვერევი ნიშნავს…”

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მოსაზრება საზოგადოებაში გავრცელებულ პოზიციაზე "პოლიტიკაში არ...

“მე არ ვიცი რამდენი ხანი დასჭირდება საქართველოს დეტოქსიკაციისთვის, მაგრამ ამათი მოშორების შემდეგ, სასწრაფოდ დასაწყებია”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთიდან მომდინარე კონკრეტულ საფრთხეებზე...

“ჩვენ ვიხილეთ მიღებული რეზოლუციები, თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. ამ ყველაფერში ფულს იხდიდნენ” – კახა...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“მე არ ვიცი რამდენი ხანი დასჭირდება საქართველოს დეტოქსიკაციისთვის, მაგრამ ამათი მოშორების შემდეგ, სასწრაფოდ დასაწყებია”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთიდან მომდინარე კონკრეტულ საფრთხეებზე...