კვირა, მაისი 11, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისააკაშვილს როგორი დამოკიდებულებაც ჰქონდა მედიასთან, ჰგონია სხვა ხელისუფლებაც...

სააკაშვილს როგორი დამოკიდებულებაც ჰქონდა მედიასთან, ჰგონია სხვა ხელისუფლებაც იმავეს გააკეთებს – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მედიასთან საუბრისას, გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას – “ივანიშვილის ერთ-ერთი სანუკვარი ოცნებაა ტვ “მთავარის” განადგურება“. კახა კალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, მოქმედი ხელისუფლება იმავეს იკადრებს, რასაც თავად სჩადიოდნენ:

ყველა ადამიანი ისე ფიქრობს, რისი გამკეთებელიც თავად არის. აი, მაგალითად, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში იყო, რისი გამკეთებელიც იყო, ახლაც იმავეს ფიქრობს და საუბრობს. გვახსოვს, რით იყო დაკავებული – რეპრესიებით, განსხვავებული აზრის დევნით, პოლიტიკურად განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებისა და მათ ოჯახებისთვის ჯოჯოხეთის მოწყობით. გვახსოვს, რამდენი ადამიანი იყო არაკანონიერად დაპატიმრებული და როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მედიასთან. სააკაშვილი სწორედ იმას ფიქრობს, რომ სხვა ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმავეს მკადრებლები არიან.

ეს არის მათი უბედურება და ვერ ხვდებიან, რომ დღეს, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს ქვეყნის ინტერესებზე, ამ ქვეყანაში მცხოვრებლებზე. ევროინტეგრაციის თვალსაზრისითაც, თუ რაიმე წარმატებას მიაღწია საქართველომ, ეს ყველაფერი 2012 წლის შემდგომ პერიოდს და „ქართული ოცნების“ მმართველობას უკავშირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩემს საქმიანობას იკვლევს წულუკიანის “კომისია”, ხოლო ქოცების საქმიანობას 🇺🇸 ამერიკის კონგრესის მთელი შემადგენლობა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთგვარ შეფასება-შედარებას ახდენს მისი...

“დააკვირდით, როგორ არიან ჩართული საპროტესტო დესტრუქციულ აქციებში ცალკეული მედია საშუალებები” – ზაალ ანჯაფარიძე

საპროტესტო აქციების ორგანიზება-მხარდაჭერის მხრივ მედიის მნიშვნელოვან როლზე საუბრობს ანალიტიკოსი...

“ხელისუფლება უზურპირებული აქვს რუსეთის მეხუთე კოლონას” – გიორგი ბარამიძე

“რუსული რეჟიმის ერთ-ერთი დანაყოფი სუს-ი, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ქართველი...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...