კვირა, მაისი 11, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იქ, სადაც ბიძინა ივანიშვილს მიტაცებული აქვს ხელისუფლება და...

“იქ, სადაც ბიძინა ივანიშვილს მიტაცებული აქვს ხელისუფლება და მძიმე ოლიგარქიული რეჟიმია დამყარებული, არაფერი არ არის გამორიცხული! სწორედ ეს არის შესაცვლელი ქვეყანაში” – ნიკა მელია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მის წინააღმდეგ წარმოებულ იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით, ოპოზიციონერ ლიდერებთან შეხვედრებს აგრძელებს. თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ:

,,ქვეყანაში შექმნილია უმძიმესი ვითარება, ყველა თვალსაზრისით – პოლიტიკური, გეოპოლოტიკური, ეკონომიკური, სოციალური. ამ ყველა მიმართულების თაობაზე, რა თქმა უნდა, მე ვისურვებდი მასთან საუბარს. გუშინ, მისგან მივიღე მოწვევა და დავთანხმდი, ბუნებრივია“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

ოპოზიციონერმა ლიდერმა შეფასება გააკეთა ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ არაფერია გამორიცხული და შესაძლოა ვინმემ, ოპოზიციიდან, ხმას მისცემს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, რასაც ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს:

,,აი, ეს უკვე ნიშნავს, ოლიგარქიულ რეჟიმს, სადაც იცი, რომ პარლამენტში არის ოპოზიციური და სახელისუფლებო წარმომადგენლობა უმრავლესობის სახით, მაგრამ რწმენა იმისა, რომ ოპოზიცია, ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა, დადგება თავის სიმაღლეზე, საზოგადოებაში არ არსებობს. ისინი ითვალისწინებენ გასული წლების პრაქტიკას.

თუმცა, მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ, რომ მსგავსი რამ მოხდეს. აქ ხომ, ერთ და ორ ხმაზე არ არის საუბარი.

თუმცა, იქ, სადაც ბიძინა ივანიშვილს მიტაცებული აქვს ხელისუფლება და მძიმე ოლიგარქიული რეჟიმია დამყარებული, არაფერი არ არის გამორიცხული. სწორედ ეს არის შესაცვლელი ქვეყანაში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბიჭოო, ცოტა ხნით გააჩუმეთ კახი კალაძე🙈 დღეს აღიარებითი ჩვენება მისცა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე თბილისის მერის, კახა...

“ამ ადამიანებს ახლა ჩვენი თანადგომა სჭირდებათ! ჩემი სოლიდარობა ყველა ღირსეულ ქართველ დიპლომატს!” – ზურაბ...

საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროცესებს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული განმარტებებით...

“აჭარაში ნარკოტიკების რეალიზაციას მფარველობდა თორნიკე რიჟვაძის მამა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...