spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიქვეყანაში გვყავს უცხოური გავლენის აგენტები, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებად...

ქვეყანაში გვყავს უცხოური გავლენის აგენტები, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებად გვევლინებიან – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში ბევრი უცხოური გავლენის აგენტია, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიად გვევლინებიან. ამის შესახებ მან ოპოზიციის გაერთიანების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ მედიასთან ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები ატარებენ უცხო ქვეყნის ინტერესებს საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ:

მცდელობა არის, რომ ოპოზიციის გაერთიანება მოხდეს, მაგრამ ერთი რამ არის ცხადი – ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა რეალურად ხედავს, ვინ არიან ეს ადამიანები. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ქვეყანაში გვყავს ბევრი უცხოური გავლენის აგენტი. ეს ადამიანები გვევლინებიან სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიად. დღეს დაირქმევენ „ნაცმოძრაობას“, ხვალ შეიძლება დაირქვან „ევროპული საქართველო“, ზეგ – „დროას“, მაზეგ – „ლელოს“ და ა.შ. ეს ადამიანები ერთნი არიან, ერთი პატრონი ჰყავთ, ერთი ხელით იმართებიან.

ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ ისინი საქართველოს წინააღმდეგ და ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ მოქმედებენ. უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებენ საკუთარი ქვეყნის ინტერესების არდაცვის ხარჯზე. ასეთ პოლიტიკურ დაჯგუფებებს, ასეთ ხალხს ჩვენი მოსახლეობა ყოველთვის გასცემს შესაბამის პასუხს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სანამ ოპოზიციის ერთიანობაზე ვისაუბრებთ, კარგად უნდა გავიაზროთ, რა მოხდა წლინახევრის წინ” – ზაზა ბიბილაშვილი

პოლიტიკური ერთიანობის თემას, სოციალურ ქსელში, 3-პუნქტიანი შეფასება-განმარტებებით ეხმიანება ჭავჭავაძის...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...

“დადგება დღე და კანონის წინაშე წარსდგებით უკლებლივ ყველა, ვინც პირველ რიგში საქართველოზე და შემდეგ...

სპეცრაზმის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობიდან 2-წლისთავზე მწვავე ემოციურ პოსტს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...