პარტის “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, პარლამენტის დეპუტატი თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი და მას საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს:
“ახლა თუ რაიმე მართლა შეუძლია პრეზიდენტ ზურაბიშვილს, პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებაა!!! სხვა არაფერი – სრულიად არაფერი.
კი ბატონო, მე, რა თქმა უნდა, არ მივემხრობი პრეზიდენტის ანუ თქვენს იმპიჩმენტს და დავიცავ პრეზიდენტის ინსტიტუტს… და თქვენ??? თქვენ რას აკეთებთ ქ-ნო სალომე, თქვენ რატომ არ იცავთ და აძლევთ უფლებას ასე გააწვალონ და დაუძლურებული მოკლან მესამე პრეზიდენტი???
თუ “ამათი” – ამ ხელისუფლების მურუსიძის სასამართლოს მიერ სააკაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდებების გჯერათ?! მაშინ, ამ ხელისუფლების მიერ თქვენს მიმართ წარდგენილი ბრალდებისაც უნდა გჯეროდეთ, რომ თითქოს კონსტიტუცია დაარღვიეთ!!
ჰოდა, სახელმწიფოებრივად იაზროვნეთ… და თავად ეცით პატივი პრეზიდენტის ინტიტუტს – მესამე პრეზიდენტ სააკაშვილს!!!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამარ ჩარკვიანი.

