1995-2004 წლებში საქართველოს მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, ხათუნა ხოფერია სრულ მხარდაჭერას უცხადებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს:
“ვენდობი, პატივს ვცემ ირაკლი ღარიბაშვილის გონივრულ, პრაგმატულ, ნაღდ ქართულ პოლიტიკას! ვაღიარებ მას ლიდერად და ვარ, მისი მეთაურობის ქვეშ მყოფი, რიგითი ჯარისკაცი!
რაც უფრო მეტად ცდილობთ მის დისკრედიტაციას, რაც მეტად აგორებთ მის გარშემო ცილისწამების კორიანტელს, მით მეტად იზრდება და მყარდება ღია მხარდაჭერის ურყავი ნება ხალხში! ეს ბუნებრივია. სიმართლე მის მხარესაა და ქართველები არასდროს ღალატობენ სიმართლეს!
რა ვიცი, მაინც გაითვალისწინეთ – სანამ ღარიბაშვილს მიადგებით, ჩვენ უნდა გადაგვაბიჯოთ! სცადეთ!!!…)))…
P.S.
ჯოზეფა მომიკითხეთ!..)))..
რაო? რა თქვა?..80%- ს უნდა ევროკავშირშიო?!
ჯოზეფ, 80% ქართველებს სულ არ ანაღვლებს ევროკავშირში შესვლა – არშესვლა. ჩვენსავით! აი, 10%-ს სიგიჟემდე უნდა შიგევროპაში… დარჩენილ 10%-ს კი შიგრუსეთში! ესაა რეალობა, შე მონადშობილო!“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ხოფერია.