შაბათი, ივლისი 12, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"20 წელიწადში საქართველო, როგორც ქვეყანა არსებობას შეწყვეტს" -...

“20 წელიწადში საქართველო, როგორც ქვეყანა არსებობას შეწყვეტს” – ზურაბ გურული

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით და მას საქართველოსთვის საფრთხისშემცველად მიიჩნევს:

ერთი ანეგდოტია, სიკვდილმისჯილ გურულს რომ ჰკითხავენ: – თქვენი ბოლო სიტყვაო – და ის რომ პასუხობს: – მომეწიეთ უკანო – დაახლოებით მასეა საქართველოს და მისი ბოლო “მეფის” საქმე.

ვერც კი წარმოგიდგენიათ ალბათ, რას ნიშნავს კომუნისტური ჩინეთისათვის უვიზო რეჟიმის მინიჭება.

არა უშავს, სულ რაღაც ათ წელიწადში მთელი მასშტაბით ნახავთ, 20 წელიწადში კი საქართველო, როგორც ქვეყანა არსებობას შეწყვეტს.

ვუტრირებ? არანაირად. ვისაც უცქერია ამერიკაში, როგორ ვითარდება ე.წ. “ჩაინა-თაუნები”, იმათმა იციან.

ეს ხალხი ჩამოვა კოლოსალური კონკურენციის მქონე სამშობლოდან, რომელიც ამჟამად საშინელ ეკონომიკურ კრიზისს განიცდის და სადაც ისედაც სიღატაკეში და უუფლებობაში ცხოვრობენ. ეს არის უიაფესი მუშახელი, რომელიც ერთ ლარად გააკეთებს იმას, რაშიც ქართველი ხუთ ლარს ითხოვს. გააკეთებენ უპრეტენზიოდ; ყოველგვარი პროტესტის გარეშე; ნებისმიერ სამუშაოს. ენასაც ისწავლიან საყველპუროდ; მერე აღარ დასჭირდებათ, რადგან ზურიკელა ვაშალომიძის არ იყოს, მთელი ქვეყანა ისინი იქნებიან“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზურაბ გურული.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შემდეგი ალბათ იქნება შეირაღებული ძალების მთლიანად გაქრობა და ქვეყნის გადაცემა რუსეთისთვის” – მიხეილ სააკაშვილი

მმართველი გუნდის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, მძიმე მოლოდინებით, ეხმაურება საქართველოს მე-3...

“ბიძინა ეტყობა დაიღალა ამ ყოველდღიური დანოსებით და კობახიძის ფრთას დაავალა მოტეხილი ფულის ამოღება!” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართულ ოცნებაში" შექმნილი...

“იქამდე გაჯანჯღარებთ, სანამ არ დანებდებით. ხო ხართ პირველიდან უკანასკნელამდე შიშში” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია მძიმე შეფასება-მინიშნებებით ხელისუფლებას მიმართავს: "იქამდე გაჯანჯღარებთ, სანამ...

“ალეკო ელისაშვილი, ეს ფიზიკური თუ პოლიტიკური აკრობატი, იწვევს სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში, რათა გახდეს დედაქალაქის...

თბილისის მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...