spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებული მორიგი ბრალდებები რაღაც ახალი ბოდვაა"...

“შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებული მორიგი ბრალდებები რაღაც ახალი ბოდვაა” – კახა კალაძე

არაფერი მიკვირს იმ ადამიანებისგან, ვინც სტიქიური უბედურებით ცდილობს, ხელი მოითბოს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ ბრალდებებს უპასუხა, თითქოს მას შოვთან გარკვეული ბიზნესინტერესები აკავშირებს.

მისი თქმით, ეს ისეთივე ტყუილია, როგორც ტრაგედიის პირველივე დღეებში აგორებული ცილისწამება იმასთან დაკავშირებით, რომ საკუთარი შვილები შოვიდან ვერტმფრენით გამოიყვანა.

ეს რაღაც ახალი ბოდვაა. შოვში მომხდარი სტიქიის სახით, ძალიან დიდი უბედურება დაატყდა ქვეყანას თავს, რასაც შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირება მოჰყვა. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები დღესაც გრძელდება. სამწუხაროდ, გვყავს გარდაცვლილები. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, ახლობლებს, ნათესავებს.

არ ვიცი, რა სერიოზული პასუხი უნდა გავცე აღნიშნულ შეკითხვას. არც ის ვიცი, რა ბიზნესინტერესებზეა საუბარი, თუმცა არაფერი მიკვირს თქვენი ტელევიზიებისგან, იმ ადამიანებისგან, ვინც სტიქიური უბედურებით ცდილობს, ხელი მოითბოს, იმიტომ, რომ პირველივე დღეების განმავლობაში მაბრალებდით, თითქოს ვერტმფრენით ვისარგებლე შოვიდან ჩემი შვილების გამოსაყვანად და სხვები მივატოვე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და არჩევნების გზით, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

მსგავსი სიბინძურითა და ცილისწამებით იყო თქვენი ტელევიზიები დაკავებული, თუმცა საზოგადოება ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს და ყოველთვის მიიღებთ შესაბამის პასუხს, როდესაც ამის დრო მოვა. ახლოვდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გაგცემთ ყველა იმ ცილისწამებასა და სიბინძურეზე პასუხს, რასაც მთელი ამ წლების განმავლობაში, ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებდით“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ თუ შეგხვდებათ ვიდეო, აუდიო ან რაიმე სხვა სახის ჩანაწერი, რომელშიც...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, "კლინიკა ვივამედიდან"...

“ოპოზიციის “ბაბლს” მართლა ძალიან სერიოზულად აშინებს ცოტნე ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო მოსვლა” – ზაალ ანჯაფარიძე

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ცოტნე ივანიშვილის...

“ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – მაია მუმლაძე მურთაზ ზოდელავაზე

ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე" მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა, ჯანმრთელობის მდგომარეობის...

“იქნებ საზოგადოებას მაინც ავუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე?” – პაატა მანჯგალაძე ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს...

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განცხადება გააკეთა ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...