პარლამენტის ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა საგანგებო ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს რაჭაში, შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე:
,,რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი ჯერ გადაწყვეტილების მიღების პროცესშია. მათ შორის, მათ ჩათვალეს მნიშვნელოვნად, რომ ინტერპელაციის პროცედურა შედგეს. ჩვენ დაველოდებით ამ პროცედურას.
იმედი გვაქვს, რომ ისინიც შემოუერთდებიან ინიციატივას. იმიტომ, რომ ვხედავთ, ყველა იმ დანაშაულზე, რომელზეც არის საუბარი, რეალურად ხელისუფლება გამოძიებას არ აწარმოებს.
გამოჩნდება, რეალურად რა სურს გახარიას შოვის ტრაგედიასთან მიმართებაში. თუ სურს, რომ მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო კომისიის შექმნის ძალისხმევაში, რისთვისაც 50 ხმა არის საჭირო და მხოლოდ და მხოლოდ, მათი ხმები გვაკლდება იმისთვის, რომ კომისია შეიქმნას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


