spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"ქვეყნის წარმატების მყარი საფუძველი განათლების გარეშე არ არსებობს...

“ქვეყნის წარმატების მყარი საფუძველი განათლების გარეშე არ არსებობს და ვერცერთი საზოგადოება ვერ განვითარდება თუ განათლებაზე არ ზრუნავს!” – ნანა ტოხვაძე

ახალი სასწავლო წლის მოახლოებას კონკრეტული ანალიზით და განმარტებებით, მძიმე პრობლემების გამოკვეთითა და მწვავე შეფასებებით ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი, განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე:

მოდის ახალი სასწავლო წელი კვლავ ძველი, სისტემური გამოწვევებით! შოვი და მერე გურია რომ დაგემართება ქვეყანას, ცოცხალი რომ ხარ, თითქოს უკვე უნდა კმაყოფილდებოდე. ცოცხალ ადამიანს კი მეტი გინდა და რა, როგორ, რანაირად აჯობებდა შენს სახელმწიფოში ამის ართქმა არ ივარგებს!!

ქვეყნის წარმატების მყარი საფუძველი განათლების გარეშე არ არსებობს, არც არასდროს უარსებია და ვერცერთი საზოგადოება ვერ განვითარდება თუ განათლებაზე არ ზრუნავს!

საჯარო სკოლის დირექტორების კონკურსი უკონკურსოდ ჩავარიხინეთ, რადგან 2074 საჯარო სკოლიდან, მხოლოდ 18.6%-შია “ასარჩევი” კანდიდატი. 1692 სკოლა არჩეული საგანმანათლებლო ლიდერის გარეშე რჩება და სუს-ის მითითებებით კოხტად დაინიშნებიან მთავრობისადმი ლოიალურად განწყობილი, “გამწვანებული” მ.შ. კანდიდატები!

მასწავლებელს ეროვნულ დღეს კი დავუწესებთ და დიდი ამბავი თუ საბაზისო ხელფასი ბოლო ათწლეულია თითქმის არ შეცვლილა?!
2012 წელს- 245 ლარი;
2013 წელს -305 ლარი;
2023 წელს – 405 ლარი.

პედაგოგებს დავატრენინგებთ, სტატუსებს შევაცვლევინებთ და უცვლელად სავალალო სასწავლო შედეგებს ვინ დაეძებს?! რეპეტიტორები მიხედავენ, ვისაც ფული და პატრონი ხელს შეუწყობს!

სასკოლო კვების პროგრამის დანერგვა რაში გვეჩქარება, მერე რა რომ 18 წლამდე ასაკის 340281 ბავშვი სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზაშია რეგისტრირებული და ოფიციალურად შიმშილობს!

ორ და სამცვლიან დატვირთვასაც მშვენივრად უძლებს თბილისის სკოლები, 30-35 წუთიან გაკვეთილებსაც გადასარევად “ვეგუებით” მთავარია, ბავშვების ტრანსპორტით უზრუნველყოფისთვის და გაჭიმული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მოგებული ტენდერებით მილიონები იშოვონ ჩინოვნიკებმა და მათმა გარემოცვამ.

პანდემიის შემდეგ რომ აუშენებელ-დაუმშვენებელი დარჩა სკოლები და მარტივად სამეზობლოს ნაგავსაყრელადაა ქცეული, განა გვაღელვებს?!

ჩამოსათვლელი კიდევ ბევრია😢 ვიდრე მოქმედებაზე არ გადავალთ, მომავალი თაობების მიმართ უდიდეს დანაშაულს ჩავდივართ!!!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნანა ტოხვაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - მმართველი გუნდის წარმომადგენლის,...

გოჩა მირცხულავა: “პოლიტიკაში არ ვერევი ნიშნავს…”

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მოსაზრება საზოგადოებაში გავრცელებულ პოზიციაზე "პოლიტიკაში არ...

პაატა კვიჟინაძე: “დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე”

„დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე ყველა მიმართულებით, რაც...

“სპორტდარბაზში უცნობი ადამიანების ორი ტიპი არსებობს…” – ფადი ასლი

ბიზნესმენ ფადი ასლის კონკრეტული დაკვირვების შედეგი: "სპორტდარბაზში უცნობი ადამიანების ორი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...