კვირა, მაისი 11, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მივმართავ ღარიბაშვილს - ინამუსე და წადი! გეყო, რაც...

“მივმართავ ღარიბაშვილს – ინამუსე და წადი! გეყო, რაც ძარცვე ეს ქვეყანა” – გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი გიორგი ვაშაძე მწვავე და ემოციურ განცხადებას აკეთებს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებულ სკანდალზე, რომელიც ეხება მის მიერ ამერიკაში განხორციელებული კერძო ვიზიტისას გამოყენებულ საშუალებებს. ოპოზიციონერი ლიდერი კრიტიკულად აფასებს იმ შესაძლებლობებსა თუ რესურსებს, რაც გააჩნიათ მაღალჩინოსნებსა და მოსახლეობას სასწავლო პროცესის დაწყების პარალელურად:

,,ნოდარ მელაძის გადაცემაში ჩვენ ვნახეთ, თუ რა დონეზეა გახრწნილი სისტემა. ,,გახრწნილობის პიკი” – ასე შეიძლება ვუწოდოთ იმ ჩარტერების სკანდალს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. პრემიერ-მინისტრი, რომელსაც არ სცალია შოვისთვის, გურიაში სტიქიით დაზარალებული ადამიანებისთვის, პირდაპირ საბოტაჟში არის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან, თავისი პირადი მიზნებისთვის იყენებს სახელმწიფო ხარჯებს და იმ ხალხის გადასახადებს, რომლისთვისაც უნდა ეშველათ, როცა შოვის ტრაგედიის დროს მძიმე ვითარებაში იყვნენ. ,,გახრწნილობის პიკი” მართლა.

ეს არ არის ის საქართველო, რომელიც ჩვენ გვინდა რომ ავაშენოთ. ღარიბაშვილი დღეს არის სახე იმ სისტემის, რომელიც ჩამოაყალიბა ბიძინა ივანიშვილმა “ჭამეთ, ძარცვეთ ქვეყანა, ძარცვეთ ხალხი, მთავარია იყავით ჩემი ერთგული და მთავარია რუსული დავალება შეასრულოთ“. ეს არის შინაარსი იმ ყოველივესი, რაც ჩვენ ვნახეთ.

15 სექტემბერი მოდის, სკოლაში რამდენი ბავშვი მივა დახეული ფეხსაცმლით, რამდენ ბავშვს არ ექნება ტანსაცმელი ან წიგნები ნაყიდი იმისთვის, რომ სკოლაში მივიდეს. პრემიერ-მინისტრის შვილისთვის, თურმე ჩარტერული რეისები არის ხელმისაწვდომი, რომ სპეც-რეისებით გაფრინდეს ამერიკაში სასწავლებლად.

აი ეს არის ის უსამართლობა, ის აუტანელი გარემოება, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. მათთვის ეკონომიკა ორნიშნადაც იზრდება და სამნიშნადაც.

მივმართავ ღარიბაშვილს – ინამუსე და წადი! გეყო, რაც ძარცვე ეს ქვეყანა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე “მეგობარ აქტზე”: ის შინაარსობრივად დაფუძნებულია სიცრუეზე

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული...

“ნუთუ დიფ სტეიტმა მოულოდნელი ფლანგიდან დაგვარტყა?!” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“აი ხომ გგონია, რომ ოკუპაცია ამ ღობესთან მთავრდება?…” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

კახა კალაძე “MEGOBAR აქტზე” – მასში ვხედავ, რომ “დიფ სთეითი” ჯერ არ დამარცხებულა და...

„დიფ სთეითი“ ჯერ არ დამარცხებულა, მას ღრმად აქვს ფესვები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...