,,რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი, საპარლამენტო ჯგუფის “რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე, რომ იგი კვლავაც გააგრძელებს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, მიუხედავად ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებისა, რაც უკავშირდება პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცეურას:
,,პრეზიდენტს აძლიერებს საქართველოს მოქალაქეების ნება და კონსტიტუციური ჩანაწერი, რომ ,,ეს ქვეყანა მიდის ევროპისკენ და უნდა გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი“. ამიტომ მისი ნაბიჯები, პოლიტიკური განცხადებები, გადაწყვეტილებები, ვიზიტები არის პირდაპირ თანხვედრაში საქართველოს მოქალაქეების ნებასთან და კონსტიტუციის ჩანაწერთან’’, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


