კვირა, მაისი 19, 2024

“ოპოზიცია დაკავებულია საბოტაჟით, იმით, რომ ქვეყანამ როგორმე სტატუსი არ მიიღოს” – კახა კალაძე

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჟოზეფ ბორელის კრიტიკულ შეფასებებს საქართველო-რუსეთს შორის ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებაზე, კონკრეტული განმარტებებით ეხმაურება პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე და აცხადებს, რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება და ხელისუფლება მხოლოდ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციასაც ეკისრება:

ჩვენ ღიად და აბსოლუტურად გამჭვირვალედ გავაკეთეთ განცხადება, რომ არ ვუერთდებით სანქციებს და გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი ინტერესია, ქვეყანაში იყოს მშვიდობა, მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება იმისთვის, რომ, რაც შეიძლება მეტი დოვლათი შეიქმნას ქვეყანაში და ეს ყველაფერი იგრძნოს ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ.

პასუხისმგებლობა ნორმალურ და განვითარებულ ქვეყნაში ეკისრება ხელისუფლებას, ოპოზიციას. ეს ქვეყანა მარტო საქართველოს ხელისუფლების არ არის, რა თქმა უნდა, არის ოპოზიციისაც, თუმცა ჩვენ გაუგონარი ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით. ოპოზიცია დაკავებულია საბოტაჟით, იმით, რომ ქვეყანამ როგორმე სტატუსი არ მიიღოს. როგორც ეს ხდებოდა ასოცირების ხელშეკრულების შემთხვევაში, დარბოდნენ კაბინეტებში. იგივე იყო ვიზალიბერალიზაციის პროცესში და ეს გრძელდება დღესაც, როდესაც საუბარია კანდიდატის სტატუსზე. ყველა ის რეფორმა და 12-პუნქტიანი გეგმა მხლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ჩართულობით იქნა განხორციელებული და ეს პროცესი დღესაც გრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული