,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე მწვავე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ,,ქართული ოცნების” პოლიტიკასა თუ ქმედებებზე, რასაც მმართველი პარტია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის პარალელურად ახორციელებს. ამასთან ოპოზიციონერი ლიდერი ეხმაურება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, როცა აღნიშნა, რომ საქართველოს უსამართლოდ არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი:
,,ევროინტეგრაციის გზის ღია და დაუფარავი საბოტაჟი საქართველოს პრემიერ-მინისტრად წოდებული ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან. წარმოუდგენელია უბრალოდ იმის ყურება, რასაც ჩვენ, ყველანი ვხედავთ. სადამდე დაეცით ხალხნო?! რა დღეში ხართ?! როგორი სამარცხვინოები ხართ?!
ასეთი კონსესუსი ევროპის მხრიდან, რომ საქართველო უნდა იხილონ ევროკავშირის წევრად და ასეთი ანტიქართული ქმედება, რასაც თქვენ სჩადიხართ – რას აკეთებთ?! ნუთუ დარჩა ვინმე კიდევ საზოგადოებაში, საქართველოში, ვინც ფიქრობს, რომ ამ ადამიანებს უნდათ, საქართველო ევროკავშირში შეიყვანონ? ეს ხომ პირდაპირ რუსული დავალების შესრულებაა, რასაც ახლა ირაკლი ღარიბაშვილი აკეთებს.
უსამართლობაზე რომ ვსაუბრობთ… დღეს თუ რამეა უსამართლო, უსამართლოა, რომ შენ ხარ პრემიერ-მინისტრი! უსამართლოა, რომ ,,ქართული ოცნება” არის იმ საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალა, რომლის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა ევროკავშირის წევრობა.
ასე ახლოს ეს შესაძლებლობა ჩვენთვის არ ყოფილა. ამას გეუბნებათ ბატონი ბორელი. რას აკეთებთ თქვენ?! წარმოგიდგენიათ ხალხო, საჯაროდ, ასე ღიად საბოტაჟში რომ არიან, რას აკეთებენ დახურულ კარს მიღმა ეს ადამიანები?! წარმოგიდგინიათ, რა დღეში არიან?!
სამარცხვინოები ხართ, ანტიქართველები ხართ, ანტიეროვნულები ხართ, რუსული ინტერესების გამტარებლები ხართ – რას სჩადიხართ, რას აკეთებთ საერთოდ?!
მთავარი გზავნილი ბატონი ბორელის მხრიდან – საქართველოს ევროკავშირი არ მიატოვებს! დეკემბერში, რაც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, ხელისუფლებიდან ვუშვებთ ,,ქართულ ოცნებას”, ვატარებთ ყველა რეფორმას, რომელიც გვჭირდება საქართველოსთვის და ვხდებით ევროკავშირის წევრი. ჩვენ სანუკვარ მიზანს ვაღწევთ ერთიანობით!“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


