საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით:
,,ვიდრე პრეზიდენტი არ ამბობს მთავარს, რომ ვინ არის ამ ყველაფრის უკან – ივანიშვილი, რომ კობახიძის და ღარიბაშვილის წამოწყებული კი არ არის – ჭანჭიკები ვერაფერს ვერ გადაწყვეტდნენ.
ევროპული კურსის მთავარი ,,საბოტაჟნიკი” არის (ე.წ. რუსული ჟარგონი გამოვიყენე) ივანიშვილი, მანამდე არ მჯერა მე ,,ქართული ოცნების” და ზურაბიშვილის, ასე ვთქვათ – დაპირისპირების.
თუ სალომე ზურაბიშვილი გამიჯნულია ივანიშვილთან, ჯერ უნდა თქვას, რომ ივანიშვილია პრობლემა; მეორე – ნამდვილი ტესტი იქნება მიხეილ სააკაშვილის შეწყალება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


