spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკონკურენციის სააგენტოს ფუნქცია არის ის, რომ ფარმაცევტული ბაზარი...

კონკურენციის სააგენტოს ფუნქცია არის ის, რომ ფარმაცევტული ბაზარი დაარეგულიროს და გაარკვიოს რატომ არის დომინანტი ბაზარზე 5 ფარმაცევტული კომპანია – ანა დოლიძე

საპროტესტო აქცია გამართა საქართველოს კონკურენციის სააგენტოსთან, კონკრეტული შეკითხვებით მიმართა მის თავმჯდომარეს ირაკლი ლექვინაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ და მედიკამენტებზე გაზრდილი ფასებით დაინტერესება შესთავაზა:

“მინდა ორი შეკითხვა დავუსვა კონკურენციის სააგენტოს ახალ ხელმძღვანელს.

დღევენდელი ხელისუფლების მეთოდია, როდესაც მოსახლეობის სატკივარზე საუბრობ, მაშინვე პოლიტიკური სარჩული მოძებნოს და ამით აარიდოს თავი რეალურ პრობლემებზე პასუხის გაცემას. ეს არის გვრიტიშვილის ხელწერა და ეს გაიმეორა ლექვინაძემაც.

1. ბატონო ირაკლი, ჩვენ არავის გვესწავლება რამდენად მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია კონკურენციის სააგენტოს, მით უფრო ისეთ განვითარებად ქვეყანაში როგორიც საქართველოა, სადაც ბიზნესი და ეკონომიკური ბაზარიც ჩამოყალიბების, დარეგულირების პროცესშია. თქვენ ახალი დანიშნული ხართ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის თამადებობაზე და შეიძლება ამ წუთში არ მოგეთხოვებათ პასუხი იმ უამრავ პრობლემაზე, რომელიც ამ სისტემაში არსებობს.

მაგრამ რა არის თქვენი პირველი განცხადება – კონკურენციის სააგენტო იმოქმედებს უფლებამოსილების ფარგლებში.

ამ სისტემაში, რომ სწორედ უფლებამოსილების საკითხთან დაკავშირებით უამრავი პრობლემაა, ამაზე დიდი ხანია ყველა ხმამაღლა საუბრობს და ამის დასტურია საკანონმდებლო ინიციატივებიც, იმედია იცით ეს?

თქვენ, კონკურენციის ახალი ხელმძღვანელი, რას ეუბნებით მოსახლეობას, რომელსაც ბოლო 5 წელიწადში ოფიციალური მონაცემებით 80 %-ით გაიზარდა მედიკამენტების ფასი, ექსპერტების განცხადბით კი გარკვეული წამლების ფასი 200%-ით არის მომატებული.

ამ სიტუაციაში თქვენ გვპასუხობთ, რომ ფარმაციის ბაზრის მონიტორინგის ორწლიანი გეგმა არსებობს და ზოგადად, მონიტორინგის პროცესს შეზღუდული ვადები არ აქვს.

ეს არის თქვენი პასუხი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ყოველდღე სჭირდებათ წამალი სიცოცხლის და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, რომლებსაც ყოველდღე ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური და ფინანსური პირობების გამო უძვირდებათ ცხოვრება და წამლის ყიდვას ვერ ახერხებენ?

2. ბატონო ირაკლი, გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რომ წამლების ფასების შესახებ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია ინტერნეტსივრცეში, აფთიაქების საიტებსა თუ ცხელ ხაზებზე?

კონკურენციის სააგენტოს ფუნქცია არის ის, რომ ფარმაცევტული ბაზარი დაარეგულიროს და გაარკვიოს რატომ არის დომინანტი ბაზარზე 5 ფარმაცევტული კომპანია (მათ შორის პსპ), თუ ის, რომ შექმნათ ქსელი, სადაც ფასების ჩამონათვალი იქნება განთავსებული? გესმით თუ არა თქვენ, რომ მოსახლეობას წამლების მაღალი ფასები აწუხებს და არა ამ ფასებზე ინფორმაციის მიღება?” – კითხულობს ანა დოლიძე.

 

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მიხეილ სარჯველაძე: “დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს”

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგი გამართა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...