კვირა, მაისი 11, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე: 29 აგვისტოს დედაქალაქში მოსულმა ნალექმა 300-მდე...

კახა კალაძე: 29 აგვისტოს დედაქალაქში მოსულმა ნალექმა 300-მდე მისამართზე ინფრასტრუქტურა დააზიანა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 29 აგვისტოს თბილისში მოსული უხვი ნალექის შედეგად, 300-მდე მისამართზე ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ცხელი ხაზი, გამგეობებისა და საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ.

29 აგვისტოს მოსულმა უხვმა ნალექმა ძალიან დიდი პრობლემა შექმნა დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში, კონკრეტულ უბნებში. როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, ამ სამ საათში მოსულმა ნალექმა, მოცულობით მინიმუმ ორჯერ გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს მოსულ ნალექს. სტიქიის შედეგად დაზიანდა სახურავები, სადარბაზოები, შლამით გადაივსო სანიაღვრე და წყალარინების ქსელები, ასევე, დაზიანდა გრუნტის დამჭერი კედლები, განსაკუთრებით ნაძალადევის რაიონში. რამდენიმე კერძო სახლიდან, მათი ავარიულობის გამო, გავიყვანეთ ადგილობრივი მცხოვრებლები.

მთელი ღამის განმავლობაში, ჩვენი სამსახურების, გამგეობების წარმომადგენლები მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ დახმარებოდნენ ყველა იმ ადამიანს, ვისაც პრობლემა შეექმნა. 29 აგვისტოს 21:00 საათიდან 30 აგვისტოს დღის ბოლომდე, უამინდობასთან დაკავშირებით, ცხელ ხაზზე 600-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა. არცერთი შეტყობინება რეაგირების გარეშე არ დაგვიტოვებია. ყველგან ვიყავით მისული და შევაფასეთ არსებული მდგომარეობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, უხვი ნალექის შედეგად, 300-მდე მისამართზე ინფრასტრუქტურა დაზიანდა და უახლოეს პერიოდში ყველაფერი მოწესრიგდება და აღდგება.

უხვი ნალექის შედეგად, დედაქალაქში 300-მდე მისამართზე ინფრასტრუქტურა დაზიანდა. რაიონების მიხედვით, დაზიანებული ობიექტები განაწილდა შემდეგნაირად: გლდანი – 136; ნაძალადევი – 114; საბურთალო – 92; ვაკე – 78; სამგორი – 65; დიდუბე – 49; ისანი – 30; მთაწმინდა – 24; კრწანისი – 19; ჩუღურეთი – 19.

საჭიროა ჩვენი მხრიდან ჩართულობა, მოწესრიგება, კონკრეტული პროექტების განხორციელება. თანხები უკვე გამოყოფილია და ყველაფერი მოწესრიგდება. დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოყოფილია თანხები. გამგეობებისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში დაიწყებენ მუშაობას“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ IX ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ...

“ძალიან ზარალდება და ზიანდება ივანიშვილი და მისი ხროვა. რთულად აქვთ საქმე” – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია აცხადებს რომ ბიძინა ივანიშვილის ყველა...

“საქართველოს როგორც აშშ-თან, ისე ევროპასთან სურს მეგობრობა, თანამშრომლობა და არა ბატონყმური ურთიერთობა” – კახა...

„საქართველოს მთავრობა მზად არის აშშ-თან მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, ურთიერთობების გადატვირთვისა...

“აჭარაში ნარკოტიკების რეალიზაციას მფარველობდა თორნიკე რიჟვაძის მამა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...