„ოპოზიციას მინდა ვკითხო – რამ შეგაძულათ ასე ეს ქვეყანა ყველა რომ მაჩანჩალას და არშემდგარ სახელმწიფოს ეძახით?
ამ მაგარმა სახელმწიფომ, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო და ბევრ ევროპულ სახელმწიფოს გაუსწრო, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლაში, უმუშევრობის დონის შემცირებაში და მაშინ როდესაც თქვენ დროს 34% იყო, დღეს 15%-მდეა ჩამოსული, ამას სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი აფიქსირებს. მათ შორის, მშპ ერთ სულ მოსახლეზე თქვენ დროს 2 ათას დოლარამდე იყო, ახლა წლის ბოლოს ველოდებით, რომ 8 ათას დოლარს გასცდება. ჩვენ ვუახლოვდებით საშუალო ევროპულ მაჩვენებელს.
ამ ძნელბედობის ჯამს, როდესაც მსოფლიო არეულია, ჩვენ რეგიონში ქაოსი და ომია, ჩვენ მესამე წელია მაღალ ეკონომიკურ ზრდას ველოდებით და 7%-ზე მეტია იანვარ-აგვისტოს მონაცემებით“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

