კვირა, მაისი 11, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: ოპოზიციის წარმომადგენლები ბრიუსელში კაბინეტებში დარბიან იმისთვის,...

კახა კალაძე: ოპოზიციის წარმომადგენლები ბრიუსელში კაბინეტებში დარბიან იმისთვის, რომ ქვეყანამ არ და ვერ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი

ოპოზიციის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ყველაფერს ისეთს ახალისებს, რაც ქვეყნის ინტერესებს და მის მომავალს აზიანებს:

ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობს წაახალისოს ყველაფერი, რაც ცუდია, ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესს და დამაზიანებელია მისი მომავლისთვის; ახალისებს ძალადობას – გავიხსენოთ ფაქტები, როდესაც მაგალითად, პოლიციელს სცემდნენ, ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილს“, ამ ყველაფერს ახალისებდნენ და გმირობად თვლიდნენ. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად მიმდინარეობს ქვეყნის, ხელისუფლების წინააღმდეგ; როდესაც პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, დგამს არასწორ ნაბიჯებს, რა თქმა უნდა, ოპოზიციის მხრიდან ხდება წახალისება.

ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან ევროპაში, ბრიუსელში, დარბიან კაბინეტებში იმისთვის, რომ ქვეყანამ არ და ვერ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ისევე, როგორც ხდებოდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის, ვიზალიბერალიზაციის მიღების წინ და ა.შ.“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აი ხომ გგონია, რომ ოკუპაცია ამ ღობესთან მთავრდება?…” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“ივანიშვილს ძალიან შეზღუდული აქვს იმ ადამიანების წრე, რომლებსაც შეუძლია ენდოს ქვეყნის ღალატის საკითხში” –...

“ამ მოღალატეთა ჯგუფის თავმჯდომარედ კობახიძის არჩევა მოსალოდნელიც იყო. ივანიშვილს...

“ამ ადამიანებს ახლა ჩვენი თანადგომა სჭირდებათ! ჩემი სოლიდარობა ყველა ღირსეულ ქართველ დიპლომატს!” – ზურაბ...

საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროცესებს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული განმარტებებით...

“ნუ ბორძიკობთ, გვითხარით პირდაპირ, რომელი პარტიები მიდიხართ თვითმმართველობის არჩევნებზე?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...