საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია ,,ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი კომენტარს აკეთებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით და ამ კონტექსტში მწვავე შეფასებას აკეთებს მმართველი პარტიასთან მიმართებაში:
,,ჩვენ არ უნდა ავყვეთ ,,ქართული ოცნების” რუსულ პროპაგანდას, რომელიც ატყუებს საზოგადოებას, რომ თითქოს 2030 წელი არის ძალიან შორეული პერსპექტივა ან უკრაინისთვის, ან მოლდოვისთვის, ან ჩვენთვის ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ეს არის უბრალოდ ტყუილი.
ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელმაც მოაწყო საბოტაჟი კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


