საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს სალომე ზურაბიშვილის გეგმებზე, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ეწვიოს რამდენიმე ევროპულ ქვეყანას, რასაც მმართველი პარტიის მხრიდან ნეგატიური შეფასება მოჰყვა. თემასთან დაკავშირებით, ხელისუფლების მიმართ, მწვავე შეფასება გააკეთა საქართველოს პარლამენტის წევრმა, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ:
,,არავინ არ დგას კონსტიტუციაზე მაღლა – არც ,,ქართული ოცნება”! კონსტიტუცია ვინც დააწესა, იმ ხალხის გადაწყვეტილებაა, რომ საქართველო უნდა იყოს ევროპაში და ხელისუფლება ამ ისტორიულ შანსს ებრძვის.
ველოდები ,,ქართული ოცნების” პროპაგანდისტების დასაბუთებას – რატომ არ შეიძლება, სალომე ზურაბიშვილის, კანდიდატის სტატუსის მიღების წინა პერიოდში, ევროპაში გამგზავრება?! – ამ მარტივ კითხვას ვსვამ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


