შაბათი, ივნისი 28, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდანაშაული და სასჯელისახელმწიფოს მხრიდან საკმარისი ნება არაა, რომ საბავშვო ბაღების...

სახელმწიფოს მხრიდან საკმარისი ნება არაა, რომ საბავშვო ბაღების მომმარაგებლები მეტი სიფრთხილით იქნენ შერჩეული – თეონა ჭალიძე

სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსის მანანა ერქომაიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება “ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულმა სამმართველომ, ოზურგეთის სოფელ დვაბზუს სასაკლაოზე, შპს “სოფოს” ნაქირავებ ფართში ვადაგასული ხორცი აღმოაჩინა, რომელიც, მათი განცხადებით, აჭარის ბაღებისთვის იყო განკუთვნილი:

“როგორც ჩანს, რამდენიმე კვირის წინ შპს “ელენიკოს” დირექტორისთვის პატიმრობის შეფარდებამ, წინა წელს სამტრედიის საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტის დადგენის შემდეგ დიდად ვერ დააფიქრა ბიზნეს ოპერატორები და მაინც ბედავენ საბავშვო ბაღების მომარაგებას საეჭვო წარმოშობისა და მდგომარეობის ხორცპროდუქტებით. სახელმწიფოს მხრიდანაც საკმარისი ნება არაა, რომ საბავშვო ბაღების მომმარაგებლები მეტი სიფრთხილით იქნენ შერჩეული.

აღსანიშნავია რომ შპს “სოფო” დაფუძნებულია 2018 წლის 26 მარტს და პირველი ტენდერი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო და მოიგო კიდეც, გამოცხადებული გახლდათ ა(ა)იპ ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრის ცენტრის“ მიერ 2018 წლის  16 მარტს და განაცხადების შეტანის ბოლო ვადად განსაზღვრული იყო 29 მარტი. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული შპს ნაჩქარევად სპეციალურად ამ ტენდერისთვის შეიქმნა და შესაბამისად მას არანაირი გამოცდილება არ გააჩნდა.

ისმის კითხვა რატომ ანდო სატენდერო კომისიამ ასეთ შპს-ს 43 საბავშვო ბაღის ხორცპროდუქტებით მომარაგება? გამოძიება უნდა დაიწყოს სწორედ აქედან და დაიკითხოს NAT180004337 ტენდერის სატენდერო კომისიის მთლიანი შემადგენლობა: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი მაკა ჭყონია, ამავე ცენტრის თანამშრომლები და სატენდერო კომისიის წევრები: ნინო ქადიეშვილი, კაკო ზაქარიაძე, მალხაზ კვაჭანტირაძე, ნატალია კალანდაძე, ბადრი გორგილაძე, ანა გოგატაძე, მარიკა ანდღულაძე. შემდეგ კი ყველა იმ ტენდერის სატენდერო კომისიის წევრები, რომელშიც შპს “სოფომ” გაიმარჯვა. თავისთავად შპს-ს დამფუძნებელი სოფიკო გორგაძე და დირექტორი ბეგლარ ბერიძეც.

აღსანიშნავია, რომ ეს შპს მოხვდა შავ სიაშიც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო, კერძოდ ააიპ ,,ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ ტენდერით გათვალისწინებული რძის პროდუქტების ნაცვლად უხარისხო პროდუქტების მიწოდების გამო.

ყოველივე ზემოთ აღნიშნული გვიჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ აღნიშნული შპს-ს მიერ ტენდერების მოგება შესაძლოა უკავშირდებოდეს კონკრეტულ ინტერესებს. ამიტომ აუცილებელია აღნიშნულ ფაქტზე დაიწყოს გამოძიება.

ცალსახად უნდა დამკვიდრდეს პრაქტიკა, რომ საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტის მიმწოდებელი ბიზნეს ოპერატორების შერჩევის დროს, სატენდერო პირობების დადგენისას, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს კომპანიის გამოცდილებას და სამი დღის დაფუძნებულ კომპანიებს არ ვანდოთ ათასობით ბავშვის კვება,“ – აცხადებს თეონა ჭალიძე.

საყურადღებო დოკუმენტაციები

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“მერე ესენი წავლენ ციხეში, ჟანრის ლოგიკაა🙌 სხვაგვარად არ ხდება📌” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკური პროცესების კონკრეტულ...

“პარტიების ლიდერებს და სინდისის პატიმრებს გაუშვებენ, გაღიმებულ ქოცებს დაგთვლით პოპკორნით ხელში🙏😀” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის ვარაუდები და მოლოდინები: "დიფსთეიტი...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ დღეს მერი ვარ, მთელი ცხოვრება მერი უნდა ვიყო?” – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმიანება გენერალური პროკურორის გენერალურ აუდიტორად...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...