spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გლობალური ომის პარტიის მხრიდან ახალი პროვოკაციები იქნება, დარწმუნებული...

“გლობალური ომის პარტიის მხრიდან ახალი პროვოკაციები იქნება, დარწმუნებული ვარ, უფრო არჩევნებთან დაკავშირებული” – დიტო სამხარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი (დიტო) სამხარაძე ოპოზიციის მიმართ მწვავე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს:

მორჩა კინო, შეგვიძლია დავიშალოთ. ევროკავშირი ახალ წევრებს 2030 წლამდე არ მიიღებსო! ახლა უნდათ, რომ ქათამი აკრიახონ ან ყვავს სიუჟეტები აკეთებინონ, მაგრამ შანსი 0%!

საქართველოსთვის ხელის შემშლელები, ვინც უსამართლოდ არ მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი, 2030 წელს მემუარების წერით იქნებიან დაკავებულები და მათი ინტერესის სფერო საერთოდ აღარ იქნება აქაური მორგად ქცეული ოპოზიცია! ისედაც ყველამ იცოდა, რომ ევროპა უახლოეს პერიოდში გაფართოებას არ აპირებდა და კანდიდატის სტატუსი გლობალური ომის პარტიის თამაში იყო. სჭირდებათ საქართველოში მეორე ფრონტი და კანდიდატის სტატუსის თემას სათავისოდ იყენებდნენ, ხელისუფლების შეცვლა უნდოდათ რევოლუციით, მაგრამ ვერ გვაჯობეს, ვერ დაგვაყენეს ცალ ფეხზე, არც კუბილიუსოვანთა მუქარებმა გაჭრა, არც სააკაშვილის კეტო დიეტამ.

ხალხი და ხელისუფლება გაერთიანდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესი ერთად დავიცავით და კანდიდატის სტატუსით ვაჭრობამ აზრი დაკარგა! საკუთარ ქვეყნებში არჩევნები აქვთ, ვისაც ახლობლები გვყავს ევროკავშირის ქვეყნებში, კარგად ვიცით, ევროპელი მოქალაქეების მკვეთრად უარყოფითი განწყობა ახალი წევრების დამატებასთან დაკავშირებით, პირადი პრობლემები აქვთ და აქაური ხაბე სულ ფეხზე კიდიათ!

მეგობრებო, 2028 წელს რომ გავიმარჯვებთ არჩევნებში, 2029 წელს შევიკრიბოთ და ვნახოთ ისევ მოგვექცევიან უსამართლოდ თუ არა.

გლობალური ომის პარტიის მხრიდან ახალი პროვოკაციები იქნება, დარწმუნებული ვარ, უფრო არჩევნებთან დაკავშირებული. ახლავე აახმაურეს მანქურთები! ომი სჭირდებათ საქართველოში! მეორე ფრონტი❗️“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე დიტო სამხარაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სანამ ოპოზიციის ერთიანობაზე ვისაუბრებთ, კარგად უნდა გავიაზროთ, რა მოხდა წლინახევრის წინ” – ზაზა ბიბილაშვილი

პოლიტიკური ერთიანობის თემას, სოციალურ ქსელში, 3-პუნქტიანი შეფასება-განმარტებებით ეხმიანება ჭავჭავაძის...

პაატა კვიჟინაძე: “დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე”

„დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე ყველა მიმართულებით, რაც...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...

“გვინდა, რომ ქართველ ახალგაზრდებს არასდროს ჰქონდეთ შეგრძნება, თითქოს მათ შესაძლებლობებზე წვდომა შეზღუდულია” – კახა...

საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...