კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მოინახულა ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, კლინიკა ,,ვივამედში“:
,,მასზე [მიხეილ სააკაშვილზე] არის ეს [მონახულება] დამოკიდებული მთლიანად. როგორც კი მოითხოვს, რომ მე მასთან მივიდე და ვაზიარო თუ სხვა რამე შევასრულო, მე მზად ვარ.
[ჟურნალისტის შეკითხვა]: თქვენ, რაც დაბრუნდით რუსეთიდან, მას შემდეგ, ფაქტიურად, არ ყოფილხართ მიხეილ სააკაშვილთან?
– მანამდეც არ ვყოფილვარ, რამდენიმე ხანი. ასე, რომ არ ვიცი – შეიძლება არის ამასთან კავშირში, შეიძლება – არა, მაგრამ არ მგონია…
[ჟურნალისტის შეკითხვა]: ეჭვი გაქვთ, რომ შეიძლება უკავშირდებოდეს ეს მოსკოვში ვიზიტს?
– იცით რა, მე დარწმუნებული ვარ, რომ მე-3 პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი ღრმად მოაზროვნე ადამიანია და მე ესე ვფიქრობ, რომ მარტო ყურმოკვრით თუ გაგონილს, არავითარ შემთხვევაში, ის ყურს არ მიაქცევდა.
მე ვფიქრობ, თუ რაიმე შეკითხვები ექნებოდა, მკითხავდა. იმიტომ, რომ მე ადრეც დავდიოდი მოსკოვში, ადრეც მიწირავს პატრიარქთან ერთად და მან ეს ყველაფერი მშვენივრად იცოდა“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა
ინფორმაციისთვის: კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი რუსეთში, მოსკოვში იმყოფებოდა წმინდა კირილესა და მეთოდეს ხსნების დღეს. 24 მაისს მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში რუსეთის პატრიარქმა კირილემ საღმრთო ლიტურგია აღავლინა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე