spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბატონი მიხეილ სააკაშვილი ღრმად მოაზროვნე ადამიანია და ყურმოკვრით...

“ბატონი მიხეილ სააკაშვილი ღრმად მოაზროვნე ადამიანია და ყურმოკვრით თუ გაგონილს, არავითარ  შემთხვევაში, ის ყურს არ მიაქცევდა” – მეუფე ნიკოლოზი

კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მოინახულა ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, კლინიკა ,,ვივამედში“:

,,მასზე [მიხეილ სააკაშვილზე] არის ეს [მონახულება] დამოკიდებული მთლიანად. როგორც კი მოითხოვს, რომ მე მასთან მივიდე და ვაზიარო თუ სხვა რამე შევასრულო, მე მზად ვარ.

[ჟურნალისტის შეკითხვა]: თქვენ, რაც დაბრუნდით რუსეთიდან, მას შემდეგ, ფაქტიურად, არ ყოფილხართ მიხეილ სააკაშვილთან?

– მანამდეც არ ვყოფილვარ, რამდენიმე ხანი. ასე, რომ არ ვიცი – შეიძლება არის ამასთან კავშირში, შეიძლება – არა, მაგრამ არ მგონია…

[ჟურნალისტის შეკითხვა]: ეჭვი გაქვთ, რომ შეიძლება უკავშირდებოდეს ეს მოსკოვში ვიზიტს?

– იცით რა, მე დარწმუნებული ვარ, რომ მე-3 პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი ღრმად მოაზროვნე ადამიანია და მე ესე ვფიქრობ, რომ მარტო ყურმოკვრით თუ გაგონილს, არავითარ  შემთხვევაში, ის ყურს არ მიაქცევდა.

მე ვფიქრობ, თუ რაიმე შეკითხვები ექნებოდა, მკითხავდა. იმიტომ, რომ მე ადრეც დავდიოდი მოსკოვში, ადრეც მიწირავს პატრიარქთან ერთად და მან ეს ყველაფერი მშვენივრად იცოდა“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა

ინფორმაციისთვის: კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი რუსეთში, მოსკოვში იმყოფებოდა წმინდა კირილესა და მეთოდეს ხსნების დღეს. 24 მაისს მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში რუსეთის პატრიარქმა კირილემ საღმრთო ლიტურგია აღავლინა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...

“ჩვენ ვიხილეთ მიღებული რეზოლუციები, თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. ამ ყველაფერში ფულს იხდიდნენ” – კახა...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას...

პაატა კვიჟინაძე: “დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე”

„დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე ყველა მიმართულებით, რაც...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...