spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რაც შოვში დატრიალდა ტრაგედია, პოლიტმავნებლებმა მორიგი სპეკულაცია წამოიწყეს...

“რაც შოვში დატრიალდა ტრაგედია, პოლიტმავნებლებმა მორიგი სპეკულაცია წამოიწყეს – ამჯერად ამ ხელისუფლების ხელში “უბედურ” მაშველებზე ღვრიან ნიანგის ცრემლებს” – დავით ქართველიშვილი

მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, მაშველებთან დაკავშირებით საზოგადოებაში, მათ შორის, ოპოზიციაში გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებებს ეხმაურება:

„რაც შოვში დატრიალდა ტრაგედია, პოლიტმავნებლებმა მორიგი სპეკულაცია წამოიწყეს – ამჯერად ამ ხელისუფლების ხელში “უბედურ” მაშველებზე ღვრიან ნიანგის ცრემლებს, თავისი ფეიკ-შეწუხების დასტურად კი ციფრებით აპელირებენ. კი ბატონო, მეც მაქვს ჩინური კალკულატორი.

დავიწყოთ… 2012 წლამდე მეხანძრე-მაშველის საშუალო ხელფასი შეადგენდა 650 ლარს, ანუ იმდროინდელი კურსით 390 დოლარის ექვივალენტს. 2014 წლის დეკემბრიდან, შსს-ს ამ დანაყოფში, ჩემი რეკომენდაციით მუშაობა დაიწყო ჩემმა მეზობელმა და მეგობარმა.

ამიტომ თითოეულ მონაცემზე პასუხს ვაგებ, რამეთუ ზუსტად ვიცი – 2015 წლის ხელზე ასაღები მისი ხელფასი შეადგენდა 723 ლარს, ანუ იმ წლის კურსით – 425 დოლარის ექვივალენტს.
წლევანდელი მდგომარეობით, ხელზე ასაღები მისი ხელფასი შეადგენს 1420 ლარს, ანუ ამჟამინდელი კურსით – 555 დოლარს. მუშაობის გრაფიკი – უცვლელი (3 დღეში – ერთხელ).

განსაკუთრებულ პირობებში მუშაობის შემთხვევაში (ბორჯომის, აბასთუმნის, ბაკურიანის ხანძრები, შოვის ტრაგედია და ა.შ.) მას დამატებით ერიცხებოდა პრემია. ჩაერიცხა ეხლაც (1000 ლარი). აღჭურვილობის თვალსაზრისით 10 წელიწადში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა 180 გრადუსით: ახალი ავტოპარკი და სპეცტექნიკა, ყოველდღიური უნიფორმა, ასევე სპეციალური ცეცხლგამძლე, სამთო, მყვინთავის და სხვადასხვა მიმართულებით საჭირო ტანსაცმელი და აღჭურვილობა.

2020 წლიდან მეხანძრე-მაშველები სამსახურის მიერ უზრუნველყოფილები არიან საკვებით. 2023 წლის მდგომარეობით სამსახურის ბიუჯეტი შეადგენს 102 603 000 მილიონ ლარს. სექტანტების მიერ საჯარო საინფორმაციო სივრცეში გამოტანილი თითოეული “წუხილი” და სიცრუე საშუალებას გვაძლევს მათ “ექვსიან კოზირს” ჩვენი “ტუზ-კოზირი” დავცხოთ, ან სულაც, ჯოკერი.

ამიტომ ამ გზით ევლოთ. რაც უფრო მეტ სისულელეზე გაამახვილებენ თავის ყურადღებას, მათი დამარცხების მით უფრო მეტ საშუალებას მოგვცემენ ელემენტარული ფაქტებით“, – აცხადებს დავით ქართველიშვილი.

ინფორმაციას მოძრაობა “ხალხის ძალა” ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

პაატა კვიჟინაძე: “დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე”

„დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე ყველა მიმართულებით, რაც...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“ჩვენ ვიხილეთ მიღებული რეზოლუციები, თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. ამ ყველაფერში ფულს იხდიდნენ” – კახა...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას...

“დაე, ჩვენი გულები მუდამ შეკრული იყოს “საკრველითა სიყვარულისათა” ერთურთის მიმართ” – შიო III

⛪️ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...