ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა (იაკობიშვილმა) ქადაგების დროს მწვავე და კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებს ოპოზიციის მიმართ. მისი განმარტებით, თუ ადამიანმა დემოკრატიის და თავისუფლების ფასი იცის, უცხოელთან არ უნდა მიდიოდეს იმისთვის, რომ შენს ქვეყანაში გადაწყვეტილების მიღებისთვის სხვას მიმართო:
,,როცა უცხოელი ხედავს, რომ გარბიხარ უცხოელთან, შენ ქვეყანაში კი არ გინდა, შენი გადაწყვიტო. მიდიხარ და ეუბნები იმას, რომ ,,მოდი, მოდი, დამეხმარე, მე მოვიდე ხელისუფლებაში და მაგას გავაკეთებ – დემოკრატის შუქურა ვიქნები, ის ვიქნები, ეს ვიქნები“. როგორც შეგხედავს ის? რა თქმა უნდა, შაქარ-ყინულსაც გაჭმევს, სხვა რაღაცას გამოგიწოდებს, ფულითაც დაგაფინანსებს, მაგრამ ვინ ხარ იმისთვის?!
რაც საბჭოთა კავშირში პავლიკა მოროზოვი იყო, ხო, იცოდეთ, რომ ისინი ხართ უცხოელებისთვის, აბსოლუტურად იგივე ხართ! ეს თქვენი ბრალი არ არის, მასე რომ იქცევით. საქართველოში არიან 2 კატეგორიის ადამიანები – ბევრად მცირეა ის ადამიანები, რომლებიც მონები არიან და ვითომ სხვების თავისუფლებისთვის იბრძვიან. შენ თუ თავისუფლების და დამოუკიდებლობის ფასი იცი, ვინ ეკითხება უცხოელს, რომ მე მითხრას – ,,ასე იცხოვრე, ისე იცხოვრეო“?!
კი, მსოფლიოში, როცა თანაცხოვრებაა, იმან როგორ უნდა მითხრას, ვინც ვერ ცხოვრობს თვითონ, წესიერად?!“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე