შაბათი, მაისი 18, 2024

“კრემლის პოლიტიკა საქართველოს მიმართ არ იცვლება – “საქართველო ქართველების გარეშე” არის მათი პოლიტიკა” – სერგო ჩიხლაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე ,,მთავარი არხის” ჟურნალისტთან მწვავე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებებთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებაში:

,,ეს არის მკაფიო დადასტურება, რომ კრემლის პოლიტიკა საქართველოს მიმართ არ იცვლება. ,,საქართველო ქართველების გარეშე” არის მათი პოლიტიკა. ისინი არასდროს იტყვიან უარს ოკუპაციაზე, ტერიტორიების დაპყრობაზე და ქართველი ერის გაქრობაზე. ამაში მათ ეხმარება ,,ქართული ოცნება”.

ისინი კმაყოფილები არიან ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებით – ივანიშვილით, ღარიბაშვილით და სხვებით და, რა თქმა უნდა, შეაქებენ.

რა თქმა უნდა, ისინი აძაგებენ ყველას, ვისაც საქართველოსთვის შესტკივა გული, ვინც ოკუპაციას აპროტესტებს, ვისაც რუსეთიზაცია არ უნდა საქართველოსი, ვისაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა…“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული