თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, სოფო ჯაფარიძე დაანონსებული კამპანიის ფარგლებში ლანჩხუთის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა:
,,მე გახლავარ გურიაში. ვხვდები მოსახლეობას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ადამიანებთან კომუნიკაცია.
მიხეილ სააკაშვილისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული მათგანის აზრი, მათი პრობლემის მოსმენა. გადმომცეს წერილები. ძალიან გახარებული ვარ იმ განწყობით, რა განწყობაც მათ აქვთ.
დიახ, საქართველო ემზადება ძალიან დიდი გამარჯვებისთვის!
უმეტესი ოჯახებიდან მამაკაცები, ძირითადად, ემიგრაციაში წავიდნენ. ფიზიკურად ვერაფერს ვეღარ აკეთებდნენ საქართველოში. უამრავი პრობლემა მოვისმინე. ამ პრობლემებზე რომ ვისაუბროთ, რამდენიმე საათი დაგვჭირდება“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე