რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ამჟამად უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა რუსულ საინფორმაციო სააგენტოსთან ,,TACC” ინტერვიუს დროს 2008 წელს აგვისტოში საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს მაშინდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დააკისრა:
,,ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, სააკაშვილი სულელია. მეორეს მხრივ, ის არის გაბერილი თვითშეფასების მქონე ადამიანი, რამაც ის საბოლოოდ პოლიტიკურ გვამად აქცია.
რაც მაშინ მოხდა, პასუხისმგებლობას იღებს არა მხოლოდ ის, არამედ ისინიც, ვინც მაშინ იყვნენ საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში, მაგრამ პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ფინალურ გადაწყვეტილებას პირველი პირი იღებს და მას ეკისრება პასუხისმგებლობაც. საქართველოს მხრიდან, როგორც ნომერმა პირველმა, მან მიიღო აგრესიის დაწყების გადაწყვეტილება. თუნდაც, ამერიკის როლის გააზრებით, ვიზიტიორების, პროვოკაციები… მაინც, საბოლოო ჯამში, ერთი ადამიანის, სახელმწიფო მეთაურის გადაწყვეტილებაა.
ის რომ ფსიქოპატია, რომელსაც ჰქონდა გაუწონასწორებელი ფსიქიკა და კონფლიქტის დროს იღებდა სტიმულატორებს, ეწეოდა, ყნოსავდა თუ ჰალსტუკს ღეჭავდა, ამანაც იმოქმედა ყოველივეზე, რაც მოხდა. შესაბამისად ისაა პასუხისმგებელი და საქართველოს იმ პერიოდის ხელმძღვანელობა“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე