თბილისის საკრებულოში მიმდინარე განხილვებს დედაქალაქის სხვადასხვა უბანში რამდენიმე მაღალსართულიანი ნაგებობის მშენებლობასთან დაკავშირებით მწვავე შეფასებებით ეხმაურება “ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის” ხელმძღვანელი, ლელა ჯეჯელავა და თბილისი მერს, კახა კალაძეს მიმართავს:
“რატომ ხდით სულს თბილისს ამ რკინა-ბეტონის ურჩხულებით ბატონო მერო Kaladze Kaha?!
“ქართულო ბომონდო”, ერთმანეთს რომ ასწრებდით გამარჯვების მილოცვას მერისთვის, გემოვნება თქვენს გარდერობში ჩამოკონწიალებული ბრენდები გგონიათ მარტო და სულერთია როგორ გარემოში “გაამარიაჟებთ” ამ ბრენდებს? აა, “სორი”, დამავიწყდა, თბილისი სად მივა თქვენს დახვეწილობასთან? თქვენ ხომ პარიზებში და მილანებში შრიალებთ!
ახლა კეთილი ინებეთ, დამწკრივდით და როგორც შეიტანეთ, ისე გამოიტანეთ ეგ თქვენი ძალად “სვეცკი” მერი ქალაქის თავის კაბინეტიდან, თორემ “კოკა წყალს ყოველთვის არ მოიტანს” და საკუთარ ტყავზე მოგიწევთ მისი “ნამოღვაწარის” გამოცდა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლელა ჯეჯელავა.

