კვირა, მაისი 19, 2024

“თქვენ ქართველ ხალხს თვლით ჯოგად, რომელსაც სალაფავი უნდა აჭამო” – თამარ ჩერგოლეიშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ხელისუფლებისათვის კონსტიტუციის მე-3 მუხლის შეხსენებას დემოკრატიასა და ხელისუფლების წყაროზე, მწვავე საპასუხო პოზიცია-შეფასებებით და კონკრეტული აქცენტებით ეხმაურება “ტაბულა მედიას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

ვაუ, ძალაუფლების წყარო ყოფილა ხალხი. ეს ყალბი რეგვენები.

თუ ძალაუფლების წყარო ხალხია:
ა) რატომ აშანტაჟებს გვარამია, წლებია, პოლიტიკურ სპექტრს და სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ვინც მიშას გააკრიტიკებს – ეთერი, ანუ ხალხთან წვდომა შეეზღუდება?
ბ) რატომ აცხადებს მიშა მშვილდაძე ვირუსად იმას და უბლოკავს წვდომას იმას, ვინც მისი პატრონის მანკიერ გავლენას ამხელს?
გ) რატომ დუმს ამ უმსგავსობაზე დემოკრატიაზე და დასავლეთზე ნიანგის ცრემლებით მოქვითინე, მათ ტელევიზიებში დაწინაურებული პოლიტიკური ელიტა? რატომ არ ეუხერხულებათ?

მთელი ნაცმოძრაობა, მისი სატელიტებიანად, ქოცებთან ერთად ხართ ქართველი ხალხის თავისუფლების მტრები.

თქვენ ქართველ ხალხს ძალაუფლებას ართმევთ და ინიციატივას უჩლუნგებთ იმით, რომ თავისუფალ არჩევანს და თავისუფალ კონკურენციას უზღუდავთ და ძალადობით, კორუფციით და შანტაჟით, აჭმევთ თქვენი ბელადის და ოლიგარხის უხარისხო მონებს.

თქვენ ქართველ ხალხს პატივს არ სცემთ.

თქვენ ქართველ ხალხს თვლით ჯოგად, რომელსაც სალაფავი უნდა აჭამო.

და თქვენ ქოცებთან ერთად უნდა გადაშენდეთ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამარ ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული