კვირა, მაისი 11, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ძალიან ამაყი ვარ, თუმცა მგონია, რომ ეს ჯილდო...

“ძალიან ამაყი ვარ, თუმცა მგონია, რომ ეს ჯილდო მარტო მე არ მეკუთვნის, არამედ ჩემს არხს და ქართულ კრიტიკულ მედიას, რომელიც ნამდვილად ბევრს აკეთებს უკრაინელი ხალხისთვის” – ნიკა გვარამია

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ,,მთავარი არხის” დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას უკრაინის რადას თავმჯდომარემ ჯილდო გადასცა სახელწოდებით ,,დამსახურებისთვის უკრაინელი ხალხის წინაშე”, რაც, ჯილდოს მფლობელმა, ემოციური კომენტარით შეაფასა:

,,იშვიათად ვყოფილვარ ცხოვრებაში ასეთი აღელვებული, ბედნიერი. ჩემთვის ჯილდო, რომელიც მომენიჭა, ეს არის რადას ერთადერთი მედალი, რომელსაც რადას თავმჯდომარე გადასცემს და მას ჰქვია ,,დამსახურებისთვის უკრაინელი ხალხის წინაშე”. მე პირველი ქართველი ვარ, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ეს ჯილდო გადაეცა.

ძალიან ამაყი ვარ, თუმცა მგონია, რომ ეს ჯილდო მარტო მე არ მეკუთვნის, არამედ ჩემს არხს და ქართულ კრიტიკულ მედიას, რომელიც ნამდვილად ბევრს აკეთებს უკრაინელი ხალხისთვის და საერთოდ, ამ ბრძოლაში – უკრაინელების და ცივილიზაციური სინათლის გამარჯვებისთვის. მთელი ქართული მედია ამისთვის იბრძვის და მას ამაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი.

მე აქ მომიწვიეს დამოუკიდებლობის დღეს, ამ ჯილდოს გადმოსაცემად. ეს ორმაგად მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ სწორედ ამ დღეს მოხდა ჩემი დაჯილდოება.

უკრაინამ უბრალოდ არ უნდა გაუძლოს, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს! ეს ასეც იქნება, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. უკრაინის გამარჯვება არის საქართველოს და მთელი ცივილიზებური სამყაროს გამარჯვება. საქართველოც იბრძვის ამ ომში, ქართველებიც იბრძვიან ამ ომში. მე ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანას ყველაზე მეტად, ზუსტად ეს ბიჭები მატებენ ღირსებას. თუ ვინმე იმსახურებს რაიმენაირ ჯილდოს, უკრაინელი ხალხისგან, სწორედ ჩვენი სამხედროები არიან – დაღუპულებიც და ისინი, ვინც დღემდე იბრძვიან. მინდა მათ ჯანმრთელობა, ბედნიერება, დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო და წარმატება ამ ომში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აჭარაში ნარკოტიკების რეალიზაციას მფარველობდა თორნიკე რიჟვაძის მამა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს...

კახა კალაძე “MEGOBAR აქტზე” – მასში ვხედავ, რომ “დიფ სთეითი” ჯერ არ დამარცხებულა და...

„დიფ სთეითი“ ჯერ არ დამარცხებულა, მას ღრმად აქვს ფესვები...

“თუ გაინტერესებთ, რეგიონში ვინ ვისკენაა ინდოეთ-პაკისტანის დაპირისპირებაში…” – ზურაბ ბატიაშვილი

აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი შეფასება-განმარტებებს აკეთებს ინდოეთ-პაკისტანის...

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ ერთი კაცი დაიღალა კასრში ძვირადღირებული კაციჭამია ვირთხების მოშენებით და იაფფასიანი ინკუბატორის...

"ქართული ოცნების" ახალ სპიკერებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას გამოთქვამს ანალიტიკოსი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...