პარლამენტის ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის ინტერვიუზე, რომელიც რუსულ გამოცემა “არგუმენტი ი ფაქტი”-ს მისცა, სადაც მწვავე შეფასებები გააკეთა საქართველოსთან დაკავშირებით:
,,რუსეთისგან რომ მოდის ყოველდღიურად საფრთხე, სწორედ აქედან გამომდინარე, ვმოქმედებთ ფრთხილად.
პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს ისე, რომ არ დააზიანოს ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესები და ხელი არ შეუწყოს რუსული, ,,შოვინისტური”, იმპერიალისტური ინტერესების განხორციელებას.
სამწუხაროდ, არც ცენტრალურ ხელისუფლებას და არც იქ, ადგილობრივ მარიონეტულ ხელისუფლებას არავინ არაფერს არ ეკითხება! ჩვენ ბევრად უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს, ვიდრე მედვედევის ვინმე მარიონეტს“, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე