დღეს, უკრაინაში, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებები გაიმართა, სადაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ. აღნიშნულ საკითხზე, სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში, მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკული და მწვავე განცხადება გააკეთა საქართველოს პარლამენტის წევრმა, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ:
,,ძალა, რომელიც უკრაინას არ უსურვებს გამარჯვებას, არც საქართველოს თავისუფლებას დაიცავს!
უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს რატომ არ ულოცავენ და რატომ არ უსურვებენ უკრაინას გამარჯვებას?!
იძახიან – ,,მშვიდობა უკრაინას, მშვიდობა”. ,,რუსულ მშვიდობას” პუტინიც სთავაზობს. თქვენ უნდა თქვათ, რომელ მშვიდობას სთავაზობთ უკრაინას – ,,რუსულ მშვიდობას” თუ გამარჯვებული უკრაინის მშვიდობას, რომელიც იქნება ერთიანი და თავისუფალი?!“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე