spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საარჩევნო კამპანიას მიხეილ სააკაშვილი ვერ უნდა ახორციელებდეს, ქართულ...

“საარჩევნო კამპანიას მიხეილ სააკაშვილი ვერ უნდა ახორციელებდეს, ქართულ პოლიტიკაში მას ადგილი აღარ დარჩა” – მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილის, სოფო ჯაფარიძის მიერ დაანონსებულ კამპანიასა და მასში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩართულობასთან დაკავშირებით:

,,საარჩევნო კამპანიას მიხეილ სააკაშვილი, წესით, ვერ უნდა ახორციელებდეს, ქართულ პოლიტიკაში მას ადგილი, უბრალოდ, აღარ დარჩა. ეს შეიძლება მისი სურვილი იყოს, მისი მცდელობები ვიხილოთ, მაგრამ ეს არ არის მართლზომიერი.

რასაკვირველია, მას აქვს გარკვეული ნეგატიური დამოკიდებულებები მისი პარტიის არაერთი დაჯგუფებისა და ფლანგის მიმართ. რა თქმა უნდა, მათ შორის, იმ ხალხის მიმართ ვინც წავიდა, ვინც შეიძლება დარჩა და, რასაკვირველია, ეცდება, რომ წამოიწყოს რაღაც განსხვავებული, ისეთი თამაში, რომლითაც შეძლებს, რომ დამალოს, ასე ვთქვათ, ის მანკიერებები, რომლებიც მისი პოლიტიკური პარტიისთვის არის დამახასიათებელი.

მე არ მგონია, რომ წარმატებული შეიძლება იყოს ასეთი მცდელობა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“რა სიკრეტინეშია ქვეყანა, იმედია ახსნა არ სჭირდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ჟურნალისტის,...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...