კვირა, მაისი 11, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იგრძნობოდა, რომ მათი სურვილი იყო პოლიტიკური დივიდენდების დაწერა...

“იგრძნობოდა, რომ მათი სურვილი იყო პოლიტიკური დივიდენდების დაწერა ამ უზარმაზარ ტრაგედიაზე და არა ჭეშმარიტების გარკვევა” – მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციაზე

ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს რაჭაში, შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით მიმდინარე საგამოძიებო პროცესზე და მწვავედ აკრიტიკებს ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს:

,,თუკი გამოძიების პროცესში გამოიკვეთება ისეთი გარემოება, რომელიც განაპირობებს ან კვალიფიკაციის შეცვლას, ან სხვა საგამოძიებო სტრუქტურისთვის საქმის გადაცემის საჭიროებას, ბუნებრივია, რომ გადაწყვეტილებაც შესაბამისი იქნება და ამას საზოგადოება გაიგებს.

არ დაგვავიწყდეს, რომ როდესაც ამ ოპოზიციაზე ვსაუბრობთ, რომელსაც ძალიან ხმამაღალი განცხადებები ჰქონდა იგივე შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ძალიან ცუდად გამოიყურებოდა მათი ასეთი მონდომება და მეცადინეობა.

რეალურად, აშკარად იგრძნობოდა, რომ მათი სურვილი იყო პოლიტიკური დივიდენდების დაწერა ამ უზარმაზარ ტრაგედიაზე და არა ჭეშმარიტების გარკვევა. ეს ჩანდა ყველაფრიდან გამომდინარე.

არ დაგვავიწყდეს, რომ არცერთი ეს ოპოზიციონერი, რომელიც ამაზე ძალიან ხმამაღლა და ანგაჟირებულად საუბრობს, პრაქტიკულად, არც ერთი მათგანი, ადგილზე არ ჩასულა და ფიზიკურად არ დაუთვალიერებია, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, იქ მომხდარი ტრაგედიის ეპიცენტრი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სალომე ზურაბიშვილი აღლუმს ალბათ ალეკო ელისაშვილისგან ჩაიბარებს, ეს იქნება ერთადერთი, რაც მან შეიძლება, ჩაიბაროს”...

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე ეხმაურება საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე...

“ასეთი საცოდაობა მართლა იშვიათია… პოლიციის კაპიტანს, რომელსაც ლოყა სტკივა და ქალი ჟურნალისტის სილაზე დღემდე...

სასამართლო პროცესზე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ გაკეთებულ...

“მეგობარი აქტის” მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის” – თინა ბოკუჩავა

“მეგობარი აქტის მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის -...

“ბიჭოო, ცოტა ხნით გააჩუმეთ კახი კალაძე🙈 დღეს აღიარებითი ჩვენება მისცა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე თბილისის მერის, კახა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...