spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე ვფიქრობ, რომ ძალიან პოზიტიურია გიორგი ვაშაძის გაერთიანება...

“მე ვფიქრობ, რომ ძალიან პოზიტიურია გიორგი ვაშაძის გაერთიანება “გამარჯვების პლატფორმაში”, ნამდვილად პოზიტიურია” – ბეჟან ჯავახია

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბეჟან ჯავახია სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გაერთიანებაზე – ,,გამარჯვების პლატფორმის” შექმნაზე და განმარტავს, თუ რა პოზიტიური ცვლილებების შეტანა შეუძლია პოლიტიკურ პროცესში:

,,პირადად მე, ძალიან მომეწონა ეს გაერთიანების პროცესი. მე ასე მიმაჩნია, საერთოდ ვამბობ, რომ ფორმულა არასწორია – არც ,,ნაციონალი” და არც ,,ოცნება”! რატომ იცით? – მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვყავს რუსული რეჟიმი ამიტომ პირველი ეტაპი უნდა იყოს გაერთიანებული ყველა – რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! საარჩევნო კამპანია მერე ხდება.

არჩევნებამდე რომ მივიდეთ, ჩვენ უნდა ვიყოთ ყველა ერთიანად. ერთ პოზიციაზე უნდა ვიყოთ, რომ ,,არ გვინდა რუსული რეჟიმი”, როგორც იყო 90-იან წლებში. რაღაც ეტაპამდე გაამართლა კიდევაც, რომ ,,არა კომუნისტებს!”. მე კენჭს ვიყრიდი მაშინ სენაკში და ჩვენ, ყველა ერთად, დავდიოდით. რაიკომის მდივანმა, კომპარტიიდან, უარი თქვა ჩვენთან ერთად სიარულზე. აი, მაშინ ჩვენ ვამბობდით, რომ ,,უარი უთხარით იმას, ვისაც არ უნდა საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენ ვართ ერთად”.

ჩვენ ახლაც ამას ვამბობთ – ,,ვისაც არ უნდა ევროპა და არის რუსეთისკენ, მას უნდა ვუთხრათ უარი”. შემდეგ, არჩევნების დროს, ხალხი განსაზღვრავს, ვის მისცეს ხმა. ამიტომ ერთიანობა ამ რეჟიმის წინააღმდეგ აუცილებლად უნდა იყოს.

ამ გაერთიანების პროცესში გიორგი ვაშაძეს, ალბათ, კიდევ სხვაც რომ შემოსულიყო, ყველას შეეძლო პოზიტივი დაენახებინა ადამიანებისთვის, რომ ერთიანობა უკეთესია. მით უფრო, ვაშაძეს აქვს ეს, სხვათა შორის. პირველი, ვინც ესეთი დიდი აქცია მოაწყო წელს, დიდი ხნის შემდეგ, ეს იყო 24 თებერვლის, სადაც ყველაზე მეტი ხალხი გამოვიდა პირველად. ამის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო გიორგი ვაშაძე. მეც ვიყავი ინიციატორთა შორის, მაგრამ ნამდვილად გიორგის დამსახურება იყო. მან მაშინ შეძლო, რამდენიმე პარტია იყო ,,დროა”, ,,გირჩი – მეტი თავისუფლება”, სხვათა შორის, ინდივიდები იყვნენ ძალიან ბევრი, ,,ნაციონალური მოძრაობიდანაც” იყვნენ – ასე, რომ ვაშაძემ შეძლო ამის გაკეთება.

მე ვფიქრობ, რომ 24 თებერვლის ასეთი ერთიანობა რომ არ ყოფილიყო, მარტში ამდენი გამოსვლები არ იქნებოდა. 24-მა თებერვალმა გვიჩვენა, რომ აი, შეიძლება ამდენი ხალხი გამოვიდეს ქუჩაში. რასაკვირველია, ამას მოჰყვა ეს, ახალგაზრდული ფრთებიც გამოიკვეთა მაშინაც, ამიტომ გიორგი ვაშაძეს ეს უნარი აშკარად გააჩნია. მე ვფიქრობ, რომ ძალიან პოზიტიურია გიორგი ვაშაძის გაერთიანება “გამარჯვების პლატფორმაში”, ნამდვილად პოზიტიურია“, – განაცხადა ბეჟან ჯავახიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცილისწამება უნდა დასრულდეს” – კახა კალაძე შსს-ს ახალ სამმართველოზე

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს...

გოჩა მირცხულავა: “პოლიტიკაში არ ვერევი ნიშნავს…”

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მოსაზრება საზოგადოებაში გავრცელებულ პოზიციაზე "პოლიტიკაში არ...

“რა სიკრეტინეშია ქვეყანა, იმედია ახსნა არ სჭირდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ჟურნალისტის,...

“ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე!” –...

ინტერნეტში გავრცელდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 21...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...