2008 წლის აგვისტოს ომის გმირი, გიორგი ანწუხელიძე დღეს, 39 წლის გახდებოდა. იგი 9 აგვისტოს მტერმა ტყვედ აიყვანა და მისგან ქართული დროშის ფეხით გათელვას მოითხოვდნენ, რაზეც, ქართველმა პატრიოტმა, უარი განაცხადა, რის გამოც სასტიკად აწამეს და მოკლეს. გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით ემოციურ კომენტარს აკეთებს მისი მეუღლე, მაკა ანწუხელიძე:
,,დღეს, მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის იმიტომ, რომ გიორგი დაიბადა. დღეს მისი დაბადების დღეა და მას 39 წელი შეუსრულდებოდა.
ის 23 წლის ასაკში, სამწუხაროდ, წამებით მოკლეს. გიორგი ესე არ გაიქცეოდა და არც დანებდებოდა მტერს… მოულოდნელი არ იყო. ზუსტად ასე იზამდა, ვიცოდი, თუ ტყვედ ჩავარდებოდა, მაგრამ ამაზე ფიქრი არასოდეს არ მინდოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ძალიან მძიმეა მის გარეშე ყოფნა და რთულია, ამავდროულად მეამაყება გიორგის სახელი, რომელიც ყოველთვის ახსოვს ქართველ ერს და ყოველთვის ჟღერს მისი სახელი“, – განაცხადა გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ მაკა ანწუხელიძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


