პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებთან კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ სინანულის გამოხატვაზე რაჭაში, შოვში სტიქიას გადარჩენილ დავით ჯელაძესა და სხვა მოქალაქეებთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ საგანგებო ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების გამო:
,,ვუერთდები და მეც მინდა დავადასტურო ჩემი ღრმა პატივისცემა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც არამც თუ უბრალოდ გადარჩა, არამედ პირდაპირ ვამბობ, რომ გმირობა გამოიჩინა. თუმცა, რა საკვირველია, არ უნდა დაგვავიწყდეს და აქაც უნდა ვთქვათ – არც ირაკლის და არც მე არასდროს არ გვქონია ამის განზრახვა და სურვილი, რომ ვინმე შეურაცხყოფილი დარჩენილიყო. ნამდვილად არ გვინდოდა ამით ვინმეს ღვაწლის დაკნინება.
პატიებას ვითხოვთ, რა თქმა უნდა, თუკი, ასე გამოვიდა და ობიექტურად, ვინმეს ასეთი შთაბეჭდილება გაუჩნდა. კითხვები მე კი არ დავსვი, უბრალოდ კითხვა ჟურნალისტებისგან დაისვა.
მე ერთი ინდივიდუალური შემთხვევის შეფასება ნამდვილად მიზნად არ მქონია. უბრალოდ გამოვთქვი ასეთი ჩემი შეხედულება.
პატიებას ვითხოვ ყველასთან, ვინც შეიძლება ჩათვალა, რომ რაღაცა ასეთი აღქმის საშუალება ჩნდებოდა ჩემი გაკეთებული განცხადებიდან. ეს ნამდვილად არ მქონია მიზნად. ნამდვილად არ განვეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას, ვისაც არ შეუძლია დაინახოს ადამიანების მონდომება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე