შაბათი, მაისი 4, 2024

“ოლიგარქის გასართობი ხე უფრო ღირებულია ამათთვის ვიდრე ადამიანის სიცოცხლე!” – სერგო ჩიხლაძე ხელისუფლებაზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ხელისუფლების რეაგირებას მწვავე ნეგატიურ შეფასებას აძლევს და კონკრეტულ შედარებებს აკეთებს:

საკუთარ ბაღში რომ ხეებს რგავდა ბიძინა ივანიშვილი, მაშინ არ დაიშურეს არც ვერტმფრენები, არც გემები, არც ტრაქტორები, ახალი სახმელეთო და საზღვაო მარშრუტები გაიყვანეს.

ადამიანებისთვის არ ემეტებათ არაფერი! ქალების, ბავშვების, ზრდასრულების, მოხუცების გადასარჩენად ხელი არ გაანძრიეს, ტექნიკა არ გამოიყვანეს, ვერტმფრენი არ ააფრინეს, უშიშროების საბჭოც კი არ შეკრიბეს და ღამის თათბირიც კი არ ჩაატარეს!

ვინც გადარჩა გადარჩას” პრინციპით მიატოვეს ყველა!

ოლიგარქის გასართობი ხე უფრო ღირებულია ამათთვის ვიდრე ადამიანის სიცოცხლე!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე სერგო ჩიხლაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული