შაბათი, მაისი 4, 2024

“ქვათაცვენის ადგილზე მუშაობენ გეოლოგები და შესაბამისი სპეციალისტები” – საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს, სარკინიგზო ლიანდაგზე ფერდობიდან ქვის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით:

დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე, ქსნის ქუჩის მიმდებარედ, ლიანდაგზე დღეს გამთენიისას ფერდობიდან ქვის მასა ჩამოიშალა. მომხდარი ფაქტის შედეგად, დროებით შეფერხდა ბათუმი-თბილისის, თბილისი-ბორჯომის და თბილისი-ბათუმის მატარებლების მოძრაობა.

საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურების მიერ ერთი ლიანდაგი ოპერატიულად გაიწმინდა და დროულად მოხერხდა მატარებლების მოძრაობის განახლება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეორე მიმართულების ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოები.

სამუშაოების დასრულებისთანავე მოძრაობა მეორე ლიანდაგზეც უსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით ჩვეულ რეჟიმში განახლდება. პარალელურად, მიმდინარეობს ქვათაცვენის ადგილმდებარეობის დათვალიერება და შესწავლა შესაბამისი სპეციალისტების მიერ.

ქვათაცვენის ადგილზე, ამ წუთებში მუშაობენ გეოლოგები და შესაბამისი სპეციალისტები, რომელთა კომპეტენტური დასკვნის შესაბამისად დაიგეგმება მძიმე ტექნიკის მუშაობის და გაწმენდითი სამუშაოების მეთოდოლოგია. აქვე ხაზს ვუსვამთ, მატარებლების მოძრაობა შეფერხებული არ არის“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული