პარტია ,,სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე ,,ტვ პირველის” ეთერში მწვავე კომენტარს აკეთებს ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ სინანულის გამოხატვაზე შოვში სტიქიას გადარჩენილ დავით ჯელაძესა თუ სხვებთან დაკავშირებით ადრე გაკეთებული განცხადების გამო: ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, რომ კობახიძის მიერ, თავის დროზე გაკეთებულმა ნეგატიურმა განცხადებამ, საკმაოდ მწვავე რეაქცია გამოიწვია უშუალოდ მათ მომხრეებშიც კი:
,,[ირაკლი კობახიძის განცხადებამ] მათ ე.წ. მომხრეებშიც კი გამოიწვია ნეგატიური განწყობა.
იმ ათასობით ტროლ-ბოტსაც მოანანიებენ იმ ნაგვის ნიაღვარს, რომელიც მათ დაატრიალეს, თუნდაც, სოციალურ ქსელებში? ამიტომ ეს მონანიება არის, არ ვიცი, კაპიკის ფასი, ალბათ.
მე მგონი, მათი მომხრეებისთვისაც ნათელი უნდა იყოს, რომ ეს არის ძალა, რომელიც არის მატყუარა.
დავიმახსოვროთ დღევანდელი დღე. აი ხვალ, ზეგ, შემდეგ დღეებში ვნახავთ, რომ ისევ იგივე მესიჯზე გადასხდებიან“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


