შაბათი, ივლისი 12, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სინანული მინდა გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს...

“სინანული მინდა გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ ჩავიდა რაჭაში და მოინახულა ტრაგედიის ზონაში მიმდინარე სამუშაოები. ჟურნალისტებთან კომენტარში, მმართველი პარტიის ლიდერმა ისაუბრა, ასევე, ტრაგედიის დროს გადარჩენილებთან დაკავშირებით და გულისტკივილი გამოხატა დავით ჯელაძის მიმართ ადრე გაკეთებული შეფასებების გამო:

მე ჯერ სატელეფონო საუბარი მქონდა დათო ჯელაძესთან, შემდეგ შევხვდი მას. პირველი, რაც მინდა გითხრათ, ჩემი ადამიანური შთაბეჭდილება მინდა გაგიზიაროთ – დათო არის გულიანი ვაჟკაცი, რაჭველი კაცი, მან დეტალურად გაიხსენა ის ისტორია, რომელიც მას გადახდა.

წარმოუდგენელი ისტორიაა, საოცარი ისტორიაა. რეალურად მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი დისშვილი გაეყვანა მაქსიმალურად უსაფრთხო ტერიტორიაზე. თავის თავს აჯობა ისეთი გზა აქვს მას ამისათვის გამოვლილი, თავის პატარა დისშვილთან ერთად. წარმოუდგენელი რაღაცა აქვს გაკეთებული.

სინანული მინდა გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დასანანი, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვქონდა შეხვედრა, საუბარი ყველაფერთან დაკავშირებით, მან განმარტა მისი ისტორია, მეც განვმარტე ყველაფერი.

მთავარი არის ის, რომ [დათო] ძალიან მძიმე ვითარებიდან გამოვიდა, გადარჩა ის, გადარჩა მისი დიშვილი, ოჯახი, რა თქმა უნდა, ამაში არის მისი ძალიან დიდი დამსახურება და იმ გზის დამსახურება, რომელიც მან გამოიარა თავის დიშვილთან ერთად,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ალეკო ელისაშვილი, ეს ფიზიკური თუ პოლიტიკური აკრობატი, იწვევს სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში, რათა გახდეს დედაქალაქის...

თბილისის მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას...

კახა კალაძე ენჯეოებზე: “ისინი ჩართულები იყვნენ რევოლუციურ სცენარში და მცდელობები ჰქონდათ, ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო...

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოში არსებული რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ...

“უკანონობის ისეთ ეტაპს მივაღწიეთ, რომ შევარდნაძისა და სააკაშვილის ეპოქას ნოსტალგიით ვიხსენებთ!” – ფადი ასლი

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი ფადი ასლი ქვეყანაში არსებულ...

“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილი გადასულია ადამიანების მკვლელობაზე” – ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ეხმაურება აჭარის ავტონიური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...