შაბათი, ივლისი 12, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ოცნების" ლაქიების მორიგი ცილისმწამებლური პროპაგანდა ყველა ზღვარს გასცდა...

“ოცნების” ლაქიების მორიგი ცილისმწამებლური პროპაგანდა ყველა ზღვარს გასცდა – მამუკა ხაზარაძე

“ქართული ოცნების” ლიდერების მიერ შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან მიმართებაში გაკეთებულ შეფასებებთან დაკავშირებით, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, მწვავე ნეგატიური პოზიციას აფიქსირებს პარტია “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე:

“ოცნების” ლაქიების მორიგი ცილისმწამებლური პროპაგანდა ყველა ზღვარს გასცდა – ქვეყნის რუსული მენტალობის მთავრობა რეალობის დამახინჯებას ცდილობს.

მათი სამიზნე სტიქიას გადარჩენილები და დაღუპულთა ოჯახის წევრები გახდნენ. ეს ბინძური პროპაგანდა, ადამიანების ტყუილით კვება, მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარი სკამები შეინარჩუნონ, ამორალური და დანაშაულებრივია.

შოვის ტრაგედიის სასწრაფო გამოძიება უნდა მოხდეს და დაისაჯოს ყველა უპასუხისმგებლო ჩინოვნიკი. ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ პასუხისმგებლობისგან გაქცევის საშუალება.
მინდა, ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო ყველა გადარჩენილს, მადლობა გადავუხადო ყველა მაშველს და მოხალისეს საკუთარი სიცოცხლის ფასად ადამიანების გადარჩენისთვის და კიდევ ერთხელ სამძიმარი გამოვუცხადო ყველა ჭირისუფალს. რუსული ტიპის პროპაგანდა ამ ქვეყანაში ვერ გაიმარჯვებს და ვერ მოგვერევა!“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“იქამდე გაჯანჯღარებთ, სანამ არ დანებდებით. ხო ხართ პირველიდან უკანასკნელამდე შიშში” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია მძიმე შეფასება-მინიშნებებით ხელისუფლებას მიმართავს: "იქამდე გაჯანჯღარებთ, სანამ...

“შემდეგი ალბათ იქნება შეირაღებული ძალების მთლიანად გაქრობა და ქვეყნის გადაცემა რუსეთისთვის” – მიხეილ სააკაშვილი

მმართველი გუნდის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, მძიმე მოლოდინებით, ეხმაურება საქართველოს მე-3...

“მინდა ისე გაიარონ ურთულესი გზა, რომ მათთან ერთად საქართველოს გვეზეიმოს!” – ნუკა არველაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის...

“თუ ყაველაშვილის მხრიდან ამ განცხადებას არ ღებულობენ იმიტომ, რომ არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და იმ...

პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ირონიული შეფასება-განმარტებებს აკეთებს ოპოზიციის მიერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...