შაბათი, ივლისი 12, 2025
32.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვერავითარი დამატებითი რესურსის ჩართვით, მეტი ადამიანის გადარჩენა ვერ...

“ვერავითარი დამატებითი რესურსის ჩართვით, მეტი ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდებოდა” – ირაკლი კობახიძე

პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, ადგილზე იყო მყისიერი რეაგირება, თუმცა, ვინც ღვარცოფის მასაში მოჰყვა, მათ გადარჩენის არავითარი შანსი არ ჰქონდათ. მმართველი პარტიის ლიდერმა, სამაშველო ოპერაციის დროს, ღამის ხედვის მოწყობილობების გამოყენების თაობაზეც ისაუბრა:

,,თვითონ ღამის ხედვის აპარატურა გამოყენებულ იქნა მყისიერად. მე შეგახსენებთ, რომ იყო დრონები, რომლებსაც აქვთ ინდენტიფიცირების საშუალება. მათ შორის, ადამიანების იდენტიფიცირების კონკრეტულ ლოკაციებზე და ცხედრების იდენტიფიცირების საშუალება, რაც თავიდანვე იქნა გამოყენებული. ამას განმარტავდა შს მინისტრი.

უამრავი სპეკულაცია არის იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მეტი ადამიანის გადარჩენა, რაც არის უბრალოდ ძალიან მძიმე სპეკულაცია. ვისაც ადგილზე უნახავს ეს ლოკაცია, სადაც მოხდა სტიქია, ვინც ადგილზე გაეცნო ვითარებას, აბსოლუტურად ყველა დამეთანხმება, რომ იქ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში მეტი ადამიანის გადარჩენა იყო უბრალოდ შეუძლებელი. ერთი მარტივი მიზეზის გამო – იყო მყისიერი სტიქია და ღვარცოფის მასა წამოვიდა მყისიერად, ძალიან დიდი სიჩქარით. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ვინც მოყვა ღვარცოფის მასაში, მას არ ჰქონდა გადარჩენის არავითარი შანსი.

თავიდანვე, პირველივე საათებში, გვქონდა შსს-ს, სამაშველო სამსახურს ყველაფრის ადგილზე ნახვის, იდენტიფიცირების საშუალება. რეალობა იყო სამწუხაროდ ასეთი – ვისაც მიწვდა ღვარცოფული მასა, მისი გადარჩენა იყო რეალურად შეუძლებელი; ვისაც არ მისწვდა ეს ღვარცოფული მასა, ნუ მან მოახერხა და თავი დააღწია იმ არეალს.

თეორიულად, გადარჩენის შანსი იყო სად, რომ დავუშავთ, ვიღაცამ მოახერხა ტყისკენ გაქცევა და ფსიქოლოგიური სტრესის გამო უკან დაბრუნება ვეღარ მოახერხა. ეს იყო ერთადერთი შანსი, როდესაც შეიძლება შენ დღესაც ადამიანი აღმოაჩინო ადგილზე, მაგრამ ვისაც ადგილზე უნახავს ვითარება, ყველა დამეთანხმება, რომ ვერავითარი დამატებითი რესურსის ჩართვით, მეტი ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდებოდა და ზუსტად ამაზე საუბრობდა ვახტანგ გომელაური“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გთავაზობთ ერთიანობის მიღწევის ალტერნატიულ გზას…” – მერაბ მეტრეველი

მერაბ მეტრეველის "შავი პოლიტ-იუმორი": "რადგან ყველა ოპოზიციის ერთიანობას მისტირის და...

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ თქვენი წრიდან” – ლევან ხაბეიშვილი

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ...

“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილი გადასულია ადამიანების მკვლელობაზე” – ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ეხმაურება აჭარის ავტონიური...

“ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილი მძიმე მინიშნებადი შეფასებები განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...