spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვერტმფრენი არ არის არც ველოსიპედი, არც მანქანა, რომ...

“ვერტმფრენი არ არის არც ველოსიპედი, არც მანქანა, რომ დაჯდე და უცებ გავარდე, მას მომზადება სჭირდება” – ვახტანგ გომელაური

შოვში, სტიქიის ადგილი შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მოინახულა, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, სადაც ისაუბრა, თუ რატომ არ მიმდინარეობდა სამაშველო ღონისძიებები სტიქიის ღამეს:

,,პირველ რიგში, მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო დაღუპული ოჯახების მიმართ. ნამდვილად, ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა. 24 ადამიანი ვნახეთ გარდაცვლილი. იცით, რომ 9 ადამიანს ვეძებთ ისევ, დაკარგულად ითვლება. ჩართულია პირველივე საათებიდან სამაშველო სამსახური, ადგილობრივი პოლიცია, თავდაცვის სამინისტრო ჩაერთო მალევე ბატონი პრემიერის დავალებით.

ვერტმფრენებს რაც შეეხება – ვერტმფრენები ჩამოვიდა დაახლოებით 3 საათში. ვერტმფრენი არ არის არც ველოსიპედი, არც მანქანა, რომ დაჯდე და უცებ გავარდე. მას მომზადება სჭირდება.

მერე მეორე – ამინდი იყო ძალიან ცუდი. თითქმის 2 საათი ღრუბლებს უვლიდნენ, რომ შემოფრენილიყო ხეობაში. მაინც ჩამოვიდა ვერტმფრენი, იმუშავეს. შუაში, სადაც კუნძულზე იყო 70 ადამიანი, გამოიყვანეს უსაფრთხო ადგილას. მეორე მხარეს, რაც იყო ფერდობზე – უკვე იქ ჩვენი პოლიციელებიც ადგილზე იყვნენ, საკვებიც, უსაფრთხო ადგილი იყო. დაღამდა, იქიდან გამომდინარე, რომ საფრთხე იყო, აღარ გავრისკეთ. მეორე დღეს გამოვიყვანეთ ეს დანარჩენი ადამიანები.

რაც შეეხება, რატომ არ დაფრინავდნენ ღამე?! ამაზე ასჯერ მაქვს ახსნილი. ვინც ერკვევა ავიაციაში, ყველას კარგად ესმის, რომ ჩვენ გვაქვს ღამის ფრენის საშუალებები, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ. თუმცა, არის ძალიან დიდი რისკი, ასე რომ ვთქვათ, თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაცა რომ გარისკოს პილოტებმაც, არ არის მიზანშეწონილი, დაშვებული. არ შეიძლება, დილით გამოვიყვანოთ 3 საათში ადამიანები? გავრისკოთ და ვერტმფრენიც დავღუპოთ და პილოტებიც“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...

“სპორტდარბაზში უცნობი ადამიანების ორი ტიპი არსებობს…” – ფადი ასლი

ბიზნესმენ ფადი ასლის კონკრეტული დაკვირვების შედეგი: "სპორტდარბაზში უცნობი ადამიანების ორი...

“ივანიშვილის თოჯინამ დღეს ხალხის ფული ახსენა…” – ანა დოლიძე ირაკლი კობახიძეზე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...