შაბათი, ივლისი 12, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტი, თავისი პოლიტიკური არსით, უმნიშვნელოვანესი...

“ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტი, თავისი პოლიტიკური არსით, უმნიშვნელოვანესი იყო” – თამთა მეგრელიშვილი

იურისტი, საჯარო მმართველობის დოქტორი, მოძრაობა “ხალხის ძალასთან” დაკავშირებული ექსპერტი, თამთა მეგრელიშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტს ეხმაურება:

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში, დელეგაციასთან ერთად, ვიზიტი თავისი პოლიტიკური არსით, უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან ვიზიტის დროს ხელი მოეწერა 6 დოკუმენტს საქართველოსა და ჩინეთის თანამშრომლობის შესახებ, ასევე
ღიად გაკეთდა განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.

ამ ვიზიტის ფარგლებში შედგა ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთშეთანხმება და დაიწყო ახალი ეტაპი ქართული სახელმწიფოს უახლეს ისტორიაში.

დიახ, სწორედ ეს ვიზიტი გახდა საფუძველი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციის.

გამომდინარე იქედან, რომ საქართველო არის „სარტყელისა და გზის“ გლობალური ინიციატივის მონაწილე ქვეყანა, აუცილებლად გაიზრდება ბიზნესკონტაქტები, ჰუმანიტარული ურთიერთობები, ასევე კულტურისა და ტურიზმის მიმართულებები.

დიახ, ეს ვიზიტი ახალი სტიმულია ორ სახელმწიფოს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისათვის.

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების შედეგია ის რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 400 პროცენტით გაიზარდა, მაგალითად 2022 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2 მილიარდ დოლარს მიაღწია და დინამიკაში თუ დავაკვირდებით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება.

დიახ, საქართველო ხელსაყრელი გარემოა რომ გახდეს რეგიონის მნიშვნელოვანი ჰაბი და პრემიერმინისტრმა სახელისუფლებო გუნდთან ერთად გააზრებული პოლიტიკური სვლით სწორედ ეს შეახსენა გიგანტ სახელმწიფოებს.

ეს პატარა ქვეყანა საქართველო, ისტორიულად ძველი აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილი იყო და ამადვე რჩება და სწორედ ეს გეოგრაფიული უპირატესობა უნდა იქცეს ქართული სახელმწიფოს ეკონომიკური წინსვლის საფუძვლად.

ახლა მთავარია მშვიდობა, მშვიდობა რომელსაც სახელისუფლებო გუნდი და მთავრობა ინარჩუნებს.

წარმატებები ჩვენს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად დიდი პერსპექტივის მქონე ქართულ სახელმწიფოს“, – წერს ფეიისბუქის პირად გვერდზე თამთა მეგრელიშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ასეთია ქოცის ბუნება – შიშში მოკვდება, ყველაფერს შეიზელს, მაგრამ უფროსს ვერაფერს გაუბედავს, საკუთარი აზრიც...

აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი აჭარის მთავრობის ყოფილ...

“გამარჯვების ფორმულა არის ერთიანობა, სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა” –...

ევროპარლამენტის რეზოლუციას, პოლიტიკური შეფასებებით საპატიმროდან ეხმიანება პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის"...

“გთავაზობთ ერთიანობის მიღწევის ალტერნატიულ გზას…” – მერაბ მეტრეველი

მერაბ მეტრეველის "შავი პოლიტ-იუმორი": "რადგან ყველა ოპოზიციის ერთიანობას მისტირის და...

“მინდა ისე გაიარონ ურთულესი გზა, რომ მათთან ერთად საქართველოს გვეზეიმოს!” – ნუკა არველაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...